მთავარისიახლეებისაზოგადოებატელედებატები „ოდიშის „ ეთერში ცხარე დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

ტელედებატები „ოდიშის „ ეთერში ცხარე დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

Published on

ტელედებატები „არჩევნები 2017“  „ოდიშის“ პირდაპირ ეთერში 12 ოქტომბერს, საღამოს გაიმართა, მასში მონაწილეობა მიიღეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პროპორციული სიის პირველმა ნომრებმა. „ქართული ოცნება“- მამუკა წოწერია, „ნაციონალური მოძრაობა“ – ანა წითლიძე, „ევროპული საქართველო“- ბათლომე შელია, „პატრიოტთა ალიანსი“- კახაბერ სარია, „თავისუფალი საქართველო“- გურგენ სართანია. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე საკუთარი ხედვა წარმოადგინეს, ასევე  უპასუხებს არასამთავრობო სექტორის კითხვებს, ფეისბუკიდან შემოსულ კითხვებს. დებატები კანდიდატების დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ცხარე კამათი მოყვა აზიურ ფაროსანასა და თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე დასმულ შეკითხვებს. ასევე დებატებში კამათი მოყვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა პედაგოგებსა და აქტივისტებზე. გადაცემის სტუმრებმა მაყურებელს ის პროგრამები გააცნეს, რომლის განხორციელეებასაც ისინი  ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გეგმავენ. მომავალ კვირად ტელედებატებში ზუგდიდის მერობის კანდიდატები ჩაერთვებიან.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...