საია-მ შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომ თბილისში ჩატარებული საქველმოწმედო საფეხბურთო მატჩი პოლიტიკურ აგიტაციათ არ ჩათვალა. საია-ს იურისტის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, საინტერესოა სასამართლო განმარტება როგორი იქნება აგიტაციასთან და უკანონო აგიტაციასთან დაკავშირებით.მისი თქმით, ორგანიზაციამ 2016 წელსაც მიმართა ცესკო-ს და სასამართლოს, როდესაც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო აგიტაციაში და ადგილი ჰქონდა სოციალურ მიმართვებს.“როგორც კი ანდრეი შევჩენკოს კომენტარი გავრცელდა, ჩვენ დაუყოვნებლივ განცხადებით მივმართეთ ცესკო-ს. განცხადებაში საუბარი იყო, რომ შევჩენკო კახი კალაძის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული და ის მიიჩნევდა, რომ კალაძე კარგი მერი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევას ვაფასებთ, როგორც სააგიტაციო ღონისძიებას და ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში უკანონო აგიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა აგიტაციაში. ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანდიდატის ხელშეწყობას და მეორე შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კანონით ეკრძალებათ საააგიტაციო ღონისძიებაში მონაწილეობა. ეს ღონისძიება მიმართული იყო იმ კუთხით, რომ ადგილი ჰქონოდა აგიტაციას“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.ცესკო-მ განმარტა, რომ გამართული მატჩი არ იყო სააგიტაციო ღონისძიება და ადგილი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებას.ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ანდრეი შევჩენკომ სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, რადგან 29 სექტემბერს საქველმოქმედო მატჩის შემდეგ განაცხადა – „ჩემს მეგობარ კახი კალაძეს წარმატებას გულით ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება“.
საია-მ შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს
Published on