მთავარისიახლეებიმსოფლიოდაპირისპირება ბარსელონაში გამართულ ეროვნულ მარშზე

დაპირისპირება ბარსელონაში გამართულ ეროვნულ მარშზე

Published on

 ბარსელონაში ესპანეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ  მსვლელობაში მონაწილეებს კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
 
შეტაკება  ქალაქის ცენტრში მოხდა. სხვადასხვა ცნობით, მასში ფეხბურთის ქომაგები და ასევე ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების წევრები მონაწილეობდნენ. დაშავდა მინიმუმ 1 სამართალდამცველი. პოლიციამ 20 პირი დააკავა. 
 
ესპანეთის ერთიანობის მომხრეთა მარშში 65 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყვენ კატალონიელებიც, რომელთათვისაც მიუღებელია რეფერენდუმის შედეგები და თანამემამულეთა მოთხოვნა კატალონიის გამოყოფის შესახებ: მე ესპანელი ვარ! გაუმარჯოს ერთიან ესპანეთს! – ასეთი იყო მარშის მონაწილეთა მოწოდებები . მარშის მონაწილეები აფრიალებდნენ როგორც ესპანეთის, ისე კატალონიის დროშებს. ისმოდა შეძახილები: ,, ჩვენი ხმა ესპანეთს!, მაგრამ ჩვენი ხმა კატალონიასაც!'' მარშის დევიზი ფაქტობრივად იყო ,,კატალონიის ავტონომია ესპანეთის შემადგენლობაში !''  ამან კატალონიის სრული დამოუკიდებლობის მოხრეები გააღიზიანა და შეტაკებაც ამ მოტივით დაიწყო.  
 
,,ახლა უკვე ვხედავთ, რომ სეპარატისტების მუქარა, რომელიც გამუდმებით ჟღერდა წლების მანძილზე, რეალურ სახეს იძენს და ქვეყანა დაშლისკენ მიყავს – აცხადებს მარშის მონაწილე, 63 წლის ყოფილი სახელმწიფო მოხელე ხუან ხოსე ჰარდი,  – არც მეორე მხარეა ბოლომდე მართალი – ორივე მხარეს უნდა თავს მოგვახვიოს თავისი იდეა , მექანიკურად გაგვაერთიანოს ან მომაკვდინებლად დაგვშალოს  მაშინ, როცა მოსაძებნია კომპრომისები  – ერთიანობის იდეა მესმის, მაგრამ კატალონიაში ეს იდეა ყველასათვის მისაღები არ არის, ისევე როგორც ყველა არ ემხრობა კატალონიის გამოყოფის იდეას. 

შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს კატალონიაში, ესპანეთის მთავრობის აკრძალვის მიუხედავად, ჩატარდა რეფერენდუმი ავტონომიის დამოუკიდებლობის საკითხზე.  

 

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...