მთავარისიახლეებიპოლიტიკასტიგმა, რომელმაც ვარსკვლავს, და არა მხოლოდ მას, ცხოვრება დაუმძიმა...

სტიგმა, რომელმაც ვარსკვლავს, და არა მხოლოდ მას, ცხოვრება დაუმძიმა…

Published on

ცოტნე გამსახურდია და რომან გოცირიძე   საუბრობენ ვარსკვლავის ბედსა და  პრობლემებზე, რომელთაც აწყდება ათასობით ,,უჩინარი'' ადამიანი საქართველოში…
მარიტასათვის დაღვრილი გულწრფელი თუ  ფარისევლური ცრემლების ზღვაში მათი   ხმა შესაძლოა ბევრისთვის მიუღებელ მწარე სიმართლედ ჟღერდეს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას, თქმულიყო, ამასთან ახლა, როცა   ლიკა ქავჟარაძემ თავის მარიტასავით უხმოდ ამხილა ჩვენი  საერთო სენი – დაუნდობლობა და უპასუხისმგებლობა  ცოცხალთა მიმართ და გამაღიზიანებელი არტისტიზმი –  გლოვაში. და არა მხოლოდ ეს. 
 
 
რომან გოცირიძე:  ,, მრავალი წელია ფსიქიკურ პრობლემებს განიცდიდა. – წერს რომან გოცირიძე – ეს ბევრმა იცოდა, მაგრამ სტიგმის გამო ყველა გაურბოდა ამაზე საუბარს. ხშირად, მდგომარეობის გამწვავების გამო, იგი ბოლომდე ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს, ამიტომ, ამით სარგებლობდნენ ან გაუთვითცნობიერებელი ან თაღლითი ადამიანები და იღებდნენ ისეთ ფილმებში თუ სიუჟეტებში, რომელზეც რემისიის დროს შეიძლება არ დათანხმებულიყო. 
 
დიახ, ვეთანხმები, რომ იგი, ისევე როგორც უამრავი ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი, რომელმაც მიაყენა ზიანი საკუთარ თავს ან სხვას, არის დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის მსხვერპლი. ლიკას შემთხვევაში არ გამოდგება ხელისუფლების მხრიდან თავის სამართლებლად ის ფაქტი, რომ გულის უკმარისობით გარდაიცვალა და არა თვითაზიანებით. ფაქტია, ლიკა არ იყო სათანადოდ ნამკურნალები. 
 
საქართველოში არის ათეულ ათასობით მკურნალობის გარეშე დარჩენილი პაციენტი. ფსიქიატრიის ბიუჯეტი ორი წელიწადია არ გაზრდილა არცერთი თეთრით. იგი მხოლოდ 16 მილიონილარია, იმაზე ნაკლები, რასაც დასავლეთის ქვეყნებში ერთი საშუალო ზომის ფსიქიატრიული კლინიკა ხარჯავს, იმაზე ნაკლები, ვიდრე ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ყველაზე ღატაკ ქვეყანაში. საზოგადოების( მათ შორის პარლამენტში) პროტესტის შედეგად მომავალ წელს ფსიქიატრიის ბიუჯეტი იზრდება. ეს წვეთია ზღვაში. ასეულ მილიონობით ლარით გაიზარდა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით სხვა სფეროების დაფინანსება. მხოლოდ ფსიქიატრია იყო და დარჩა ყველაზე მიგდებულ დარგად, რადგან ამ ადამიანებს არ შესწევთ საკუთარი უფლებების დაცვის უნარი. 
ლიკას სიკვდილმა მთელ ქვეყანას დასწყვიტა გული. იქნებ ახლა მაინც დაინახოს მთავრობამ და არა მარტო მთავრობამ, რომ საქართველოში ფსიქიკურად დაავადებულები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან.
საზოგადოების ცივილიზებულობის დონე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ეპყრობა იგი ფსიქკური პრობლემების მქონე ადამიანეს. 
ამას კარლ იასპერსი ამბობდა. 
ლიკა კი მარად იქნება ჩვენს გულებში-ქართული სილამაზისა და სათნოების სიმბოლო.'' – წერს საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე. 
 
ცოტნე გამსახურდია მისთვის ჩვეული პირდაპირობით ამხელს საზოგადოების სნობურ დამოკიდებულებებს, მენტალურ სიმახინჯეებს: 

,,ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა… ალბათ არ იცით, რომ ჩვენ გარე ბიძაშვილები ვიყავით, ბებიაჩემის, მირანდა ფალავანდიშვილის მხრიდან. შეგნებულად არ ვდებ სურათს იმიტომ, რომ მისი სწორუპოვარი სილამაზე მისთვის სტიგმად და ტვირთად აქცია ჩვენმა ბრიყვმა საზოგადოებამ. დიახ, წარმოიდგინეთ, ესეც შეიძლება ძალიან მძიმე იყოს… ახსნის ხასიათზე არ ვარ.
შეიძლება ითქვას, რომ მისი სულიერი მდგომარეობის გაუარესება სწორედ საზოგადოების იდიოტურმა, სნობურმა დამოკიდებულებებმა გამოიწვიეს. არ შეეძლო ბევრი მენტალური სიმახინჯის გადატანა. მარიტა სუსტი უნდა ყოფილიყო. მარიტა – "ბაზრის ქალი" ვერ იქნებოდა. არადა, აქ სწორედ ეს ითვლება ღირსებად უმეტეს შემთხვვაში. სადაც კაცები აღარ კაცობენ, იქ ქალებისგან ითხოვენ კომპენსაციას…
ალბათ თქმაც ზედმეტია, რომ ამ ქვე-ყანაში ფსიქიურად დაავადებულ ადამიანზე დაუცველი და საბრალო პრაქტიკულად არავინაა. ქოცებმა ხომ საერთოდ მოსპეს ფსიქიური ჯანდაცვის ნარჩენებიც…
ნათელში ამყოფოს"…
 

მრავალი კომენტარიდან , რომელიც ამ პოსტებს მოყვა, გამოვარჩევდით ერთს, რომელშიც პრობლემა ,, შიგნიდან'' არის დანახული: ,,სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ ცივილიზებული ,,საზოგადოება" და ეს არის ფაქტი—შშმ ადამიანების მიმართ უკიდურესი ანტაგონიზმი, მიუღებლობა, ქილიკი, საფეთქელთან თითის ტრიალი, ჩუმი ზიზღი, ათვალწუნება, ჩაგვრა და ცინიკური დამოკიდებულება ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, გარნა მე ვინ ვარ, მაგრამ არც ღვთიური სილამაზე დაზოგეს…..შენ მარტო არ ხარ ლი!!!!''
 
 
დასასრულ, ფსიქიატრ მანანა შარაშიძის, ლიკა ქავჟარაძის მეგობრის  განაცხადება: ,,მოუვლელობის გამო, წამლის ნაკლებობის გამო გარდაიცვალა ლიკა და ეს არის გაუმართავი სისტემის ბრალი.''
 
 

სიახლეები

აქციაზე მყოფ ფოტოგრაფს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები მოხვდა

29-30 ოქტომბრის ღამეს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე დაშავდა. მელაძე ვარაუდობს, რომ...

რაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით – გახარია

პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა. პოლიტიკოსის თქმით,...

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: "დღეს, 2024...

“ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა” – პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში...