დანაშაულებრივი ჯგუფი ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის გია გორგოშაძის გატაცების მცდელობისას დაააკავეს

0
403
დღეს დილით თბილისში მოქალაქის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა.
 
სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს.  შსს-ს პრესსამსახურის ცნობით,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ს თანამშრომლების მიერ დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ.
 
ირკვევა, რომ პირი, რომლის გატაცებასაც შსს-ს მიერ დაკავებული 4 ადამიანი გეგმავდა, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორი გია გორგოშაძეა. 
გამოძიების ვერსიით,  4 ადამიანი  „გორგიას“ დირექტორს  სახლთან უნდა დახვედროდა და ავტომანქანით  უნდა წაეყვანათე რთ-ერთ ბინაში, რომელიც დაკავებულებს გორგოშაძის სახლთან ახლოს ჰქონდათ ნაქირავები. 
 
ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის, გია გორგოშაძის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ. 
 

სამართალდამცველებმა გორგოშაძის გატაცების მცდელობა, დანაშაულის ჩადენის პროცესში აღკვეთეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ოდენობის თანხის გამოძალვას გეგმავდნენ ბოროტმოქმედები. 
 
 
წინა სტატიასკანდალი ჰოლივუდში: პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინს სექსუალური ძალადობისთვის პასუხისმგებლობა მოუწევს
შემდეგი სტატიაშალვა რამიშვილმა დეზინფორმაციისთვის ბოდიში მოიხადა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური