17 ოქტომბერს ქუჩებში გავდივართ! – იულია ტიმოშენკო განცხადებას ავრცელებს

0
445
,,17 ოქტომბერს ქუჩებში გავდივართ! პარტია,,ბატკოვშჩინა’’  მხარს უჭერს   სამივე  მოთხოვნას, რომელთაც კიევში, 17 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საზოგადოებრივი აქტივისტები პრეზიდენტ პოროშენკოს წაუყენებენ'' – ნათქვამია იულია ტიმოშენკოს პარტიის საგანგებო განცხადებაში, რომელიც გუშინ საღამოს გავრცელდა. 
როგორც პარტია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოყეებული სამივე მოთხოვნა მის ინტერესებში შედის და სავსებით  უჭერს მხარს, რამდენადაც მიაჩნია, რომ  დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმება, ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მიღება და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა ის გარდაუდებელი ნაბიჯებია, რომელიც  ქვეყანას კორუფციის ჭაობიდან ამოსვლისტვის სჭირდება.
 
როგორც  ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა 17 ოქტომბერს კიევში შეკრებისა და ბანდიტური მმართველობის შეცვლისკენ გადაყენებისაკენ მოუწოდებს, უკრაინაში დაბრუმების შემდეგ იგი გამუდმებით მოგზაურობს ქვეყნის რეგიონებში და განუმარტავს კიევიში შეკრების უმთავრეს მიზანს – კორუმპირებული ხელისუფლების ალაგმვას, უკრაინაში სულ უფრო პოლულარული ხდება მიხეილ სააკასვილის მოწოდება:   : ,,ერთად მოვკვეთოთ თავი რვაფეხას! ''
ჩვიდმეტ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი გეგმავს მასობრივ საპროტესტო აქციას ახლანდელი ბარიგულ-ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ და თუ ხალხმა ისმინა მისი და სხვა ოპოზიციური პარტიებისას ლიდერების მოწოდებები და შეკრებამ მართლაც მასობრივი ხასიათი მიიღო , ეს დღე იქცევა მესამე მაიდნის დასაწყისად, რასაც პოროშენკოს რეჟიმი გადაყვება. – წერენ უკრაინელი პოლიტოლოგები და ექსპერტები, 
 მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის ,,გარღვევით’’ დაიწყო დემოკრატიული, პროევროპული ოპოზიციური ძალების გაერთიანება უკრაინაში. მათი შეკავშირება  დაანონსა იულია ტიმოსენკომაც, რომელიც აქტიურად ედგა გვერდში  მიხეილ სააკასვილს უკრაინაში დაბრუნების პერიპეტიებში -წერს პერსპექტივის  კვლევების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტი იგორ პეტრენკო  გუშინ  გამოცემა ,,აპოსტროფში’’ გამოქვეყნებულ სტატიაში –   ხელისუფლების არაადექვატურმა ნაბიჯებმა ოპოზიციას ხელში გადასცა ,,დროშა საპროტესტო განწყობების აქტივიზაციისათვის და შექმნა ნიადაგი გაერთიანების პრიცესის დასაწყებად. თუ მანამდე ოპოზიცია დაქსაქსული იყო და გამუდმებული დავა ჰქონდა ერთმანთში, რასაც ყოცველმხრივ უწყობდა ხელს ხელისუფლებაც, ახლა სიტუაცია კარდინალურად იცვლება. 
ექსპერტის თქმით, ამგვარი გაერთიანების მეწინავეებად – ჰედლაინერებად გამოდიან  სააკაშვილის მოძრაობა ,,რუხი’’,იულია ტიმოშენკოს ,,ბატკივშჩინა’’, ანდრეი სადოვოის ,,სამოპომიჩი’’, ანატოლი გრიცენკოს ,, სამოქალაქო პოზიცია’’, ვალენტინ ნალივაიჩენკოს ,, სპრავედლივოსტი’’ და ნაწილი მოძრაობისა ,,ევროოპტიმისტები’’. 
საუბარია არა მათ ორგანიზაციულ გაერთიანებაზე და შერწყმაზე ერთიან პოლიტიკურ ძალად, არამედ ამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალების მოქმედებათა კოორდინაციაზე რიგგარესე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის მიმართულებით. 
ექსპერტი თვლის, რომ სააკაშვილის ფაქტორი ხელსაყრელია პოროშენკოს მოკავშირეებისთვისაც ,,სახალხო ფრონტიდან’’: სააკაშვილი მწვავედ აკრიტიკებს ექსპრეზიდენტს, მაგრამ პოლიტიკური წინასწარგანჭვრეტით, შედარებით ნაკლებ აქცენტს აკეთებს სახელისუფლებო  კოალიციის სხვა წარმომადგენლებზე, ეს  სახალხო ფრონტს, როგორც პოროშენკოს  ,,უმცროს პარტნიორს’’   აძლევს იმედს, რომ პრეზიდენტის დასუსტება შესაძლებლობას მისცემს გაიმყაროს პოზიციები ხელისუფლებაში. 
მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ ქვეყანაში ხელისუფლება და პირველ რიგში პოროშენკო ჩააგდო ცუცვანგის სიტუაციაში, როცა მისი ნებისმიერი ქმედება  მის საწინააღმდეგოდ ვეშეიძლება შემობრუნდეს. თავის მხრივ, ახალმა ოპოზიციამ მიიღო ძალიანკარგი ბიძგი გაერრიანებისა და კონსოლიდაციისათვის როგორც  მინიმუმ,  რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხში. 
.ასე რომ, ყველაფერი სწორედ ოქტომბრის შუარიცხვებში, კიევიდან  დაიწყება! – ამბობენ პოლიტოლოგები. 
 
 
 
წინა სტატიაშალვა რამიშვილმა დეზინფორმაციისთვის ბოდიში მოიხადა
შემდეგი სტატიაშეუშვებენ? არ შეუშვებენ? … საუბარია პარლამენტის განცხადებაზე, რომ პრეზიდენტის ოთახში მისი ადმინისტრაციის წევრებს ვერ შეუშვებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური