ჭყონდიდისა და ლაზეთის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას სინოდის სხდომაზე მეორე გაფრთხილება მისცეს?

0
422
სინოდის სხდომა, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ჭყონდიდისა და ლაზეთის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მეორე გაფრთხილება მისცეს.
 
პირველი გაფრთხილება მეუფე პეტრე ცაავამ მედიასთან გაკეთებული განცხადებების გამო რამდენიმე თვის წინ მიიღო. მაშინ ის ღიად ლაპარაკობდა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე. მესამე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში მეუფე პეტრეს მღველმთავრის სტატუსი შეუჩერდება.
 
სხდომის დაწყებამდე მეუფე პეტრემ იმედი გამოთქვა, რომ სხდომა ღირსეულად, ობიექტურად, მიუკერძოებლად წარიმართებოდა.
 
"ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიის განწმენდა", – განაცხადა ჭყონდიდისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.
 
მღვდელმთავრებს სინოდის სხდომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არავის უცნობებია. ამის შესახებ ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა სხდომას ამის გამო ბევრი ვერ დაესწროს.
 
წელს სინოდის სხდომა უკვე მეორედ ტარდება. პირველი, 2017 წლის 9 მარტს ჩატარდა, სადაც ერთ-ერთი საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე იყო.
წინა სტატიაანაკლიის პორტის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დაიწყება
შემდეგი სტატიამეცნიერებმა გაშიფრეს საიდუმლო ტექსტი ტროაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური