მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართველი გმირების ნეშტები სოხუმიდან საქართველოში გადმოასვენეს'' - სოზარ სუბარის კაპიტულანტური განცხადება

,,ქართველი გმირების ნეშტები სოხუმიდან საქართველოში გადმოასვენეს” – სოზარ სუბარის კაპიტულანტური განცხადება

Published on

,,  სოხუმის მოვლენებისა და დაცემის დროს დაღუპული ქართველი გმირების ნეშტები საქართველოში გადმოასვენეს'',- ასეთი დაუშვებელი განცხადება გააკეთა  ,,რუსთაი2 -ის ცნობით, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის  დასრულების შემდეგ.
რას ნიშნავს ,,სოხუმიდან საქართველოში გადმოსვენება?'' 
სოხუმი საქართველო აღარ არის?
სახლმწიფო მოხელეს, ამ შემთხვევაში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს ამდენი არ უნდა ეშლებოდეს  –  ასეთი ფორმულირება უბრალო წამონაცდენი არ არის, იგი შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, თავად იმ გმირებისთვის, რომელნიც თბილისში გადმოასვენეს, თავისი კაპიტულანტური არსით, თუმცა სუბარისგან ეს არც  არის გასაკვირი.  
სოზარ სუბარი თქმით, ბოლო ერთ წლის განმავლობაში 90-ზე მერტი ნეშტი იქნა მოძიებული.
„მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან ყველანი არიან გმირები, მაგრამ მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც სოხუმში უმაღლესი საბჭოს შენობას იცავდნენ, იყვნენ ჟიური შარტავასთან ერთად. მათ შორის არის მამია ალასანია, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები შენგელაია და ვახტანგ გეგელაშვილი, მათ შორის არიან მებრძოლები,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
 

სიახლეები

საია- ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართლის ძირითად პრინციპებს არღვევს

ელენე ხოშტარიასთვის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო სისხლისსამართლებრივი ბრალის წარდგენა სამართლის ძირითად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს

თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავა....

„დიდი შვიდეული“ – ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე – გავამკაცრებთ სანქციებს

ჩვენ, “დიდი შვიდეულის” ლიდერები, გაერთიანებულები ვართ უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ...

დიდი შვიდეულის სამიტზე ზელენსკი ტრამპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და...