მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის საკრებულოსთან ვითარება დაძაბულია

თბილისის საკრებულოსთან ვითარება დაძაბულია

Published on

თბილისის საკრებულოსთან ვითარება დაიძაბა.
პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა შენობაში შესვლა სცადეს. საკრებულოს შენობასთან პარტიის ლიდერები და ასევე თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იმყოფება, რომელმაც შენობასთან მობილიზებულ სამართალდამცველებს განუმარტა, რომ მათ კანონით საკრებულოში შესვლის უფლება ჰქონდათ.
ოპოზიციის წარმომადგენლებს სამართალდამცველებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
 
პარლამენტის რეგლამენტით დეპუტატებს მაშინ აქვთ საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება, როდესაც ამას კონსტრუქციულ რეჟიმში ახორციელებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს შენობის გარეთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 
 
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ 29 სექტემბრის საკრებულოს სხდომა გაიხსენა, ასევე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ლიდერების განცხადებები, რომ საკრებულოს დღევანდელი სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. 
 
„აშკარად არის მცდელობა მოხდეს დებოში, დესტრუქცია და საკრებულოს სხდომის ფუნქციონირებას ხელი შეუშალონ. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ამის უფლება არავის აქვს. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას თბილისელების სასარგებლოდ. შესაბამისად, არავის აქვს უფლება მოაწყოს დესტრუქცია, დებოში. ეს არის თვითმმართველობის წარმომადგენლობის მთავარი ორგანო“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

 
 
4 საათზე თბილისის საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი. ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება ხელი შეუშალოს ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან ტერიტორიების, სიმბოლურ ფასად გადაცემას. ამ საკითხზე დეპუტატებმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...