მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაუყვანს თუ არა დღეს ბიძინა ივანიშვილს ახირებას თბილისის საკრებულო?

გაუყვანს თუ არა დღეს ბიძინა ივანიშვილს ახირებას თბილისის საკრებულო?

Published on

დღეს   თბილისის საკრებულოში ტარდება სხდომა, რომელზედაც  ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში მიწის 2 ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
 
სხდომის დაწყებამდე, 16:00 საათზე საკრებულოს წინ აქციის გამართვას გეგმავს "ნაციონალური მოძრაობა".
 
“ საკრებულოს არ მივცემთ საშუალებას მიიღოს ეს   მავნებლური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება,  რომელიც  დღეს იქნება თუ ხვალ  ჩვენს შვილებს მოუსპობს  სუნთქვის და არსებობის საშუალებას ამ ქალაქში. ჩვენი აქცია დაიწყება 2 საათზე და ყველანაირად ვეცდებით ხელი შევუშალოთ ბიძინა ივანიშვილის ახირების შესრულებას  – განაცხადა „ენმ“-ის წევრმა მარინა დათუკიშვილმა.
 
იმ შემთხვევაში თუ ყოფილ პრემიერს საკრებულომ დაუმტკიცა მიწის ნაკვეთები, "ევროპული საქართველო" სასამართლოში ჩივილს აპირებს და მსგავსი ქმედებისკენ სხვა პარტიებსაც მოუწოდებს.
 
„თბილისის საკრებულოს უმრავლესობა პრაქტიკულად ბოლო სხდომაზე ცდილობს, რომ კოჭი გაუგოროს ივანიშვილს. ყველანაირი საშუალებით ვეცდებით, რომ არ ვაჩუქოთ ახალი ტერიტორიები ბიძინა ივანიშვილს ქალაქის ცენტრში. თუ ოპოზიციური სპექტრის შეთანხმება იქნება, ეს უკანონო გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს,“-აცხადებს საკრებულოს ფრაქცია „თბილისის“ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.
 
თბილისის საკრებულოში დღეს დაგეგმილ სხდომას ეხმიანებიან თბილისის მერობის კანდიდატებიც. .
„დღეს პრაქტიკულად თბილისს ჩაუდგნენ ჯიბრში, იმიტომ, რომ მაინც არ იშლიან, მაინც უნდათ, რომ დაამტკიცონ ეს გადაწყვეტილება და საბოლოოდ დაუკანონონ ივანიშვილს როგორც პუშკინის სკვერის ტერიტორია, ასევე თაბორის მთაზე მდებარე ტერიტორია. ეს არის უკანონო გადაწყვეტილება და ეს არის თბილისის ერთ ლარად მიტაცება,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
 
„ეს არის უბრალოდ ქალაქის ძარცვა და ჩვენი მოქალაქეების ძარცვა. ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ როგორც პარლამენტის წევრებს და ამის უფლებას გვაძლევს რეგლამენტი, უფლება მოგვცენ დავესწროთ ამ საკრებულოს სხდომას და ცხადია ყველა ის პრობლემა, ყველა ის პროტესტი, რომელიც არის საზოგადოებაში, იქ დავაყენოთ,“ – აცხადებს ელენე ხოშტარია.
 

„ქართულ ოცნებაში“ კი საკითხებს, რომლის განხილვაც დღეს იგეგმება, ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელად მიიჩნევენ.
„აღნიშნული პროექტები უკვე მიმდინარეობს და დიდი ნაწილი სამუშაოები უკვე განხორციელებულია და ბოლომდე იქნება განხორციელებული. ეს არის უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიცია ჩვენი ქალაქისთვის,“ – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...