მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი თავის სამომავლო გეგმებზე უკრაინაში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ

მიხეილ სააკაშვილი თავის სამომავლო გეგმებზე უკრაინაში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეუილ სააკაშვილმა რუსთავი 2 – ის ეთერში , გადაცემაში P.S. ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე უკრაინაში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეაფასა.
 
, ,უკრაინაში თანამდებობის ამბიციები არა მაქვს.- განაცხადა მან – მე მიმაჩნია, რომ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს აქ სიტუაციის შეცვლაში. ჩემი აზრით, უკრაინა უნდა მართონ უფრო სტაჟიანმა უკრაინელებმა, ვიდრე მე, მაგრამ ეს უნდა იყვნენ ახალი უკრაინელები,
უკრაინელებს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება სურთ. არ გამოვრიცხავ, რომ  უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ . ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ოპოზიცია გაერთიანდება.
„უკრაინის ოპოზიცია ერთადერთ შემთხვევაში გაერთიანდა ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო ჩემი შემოყვანა უკრაინაში. ყველა ოპოზიციური ლიდერი იყო საზღვარზე,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
 
რაც შეეხება მის გემებს საქართველოსტან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ის უკრაინელი პოლიტიკოსია, მაგრამ ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. 
სააკაშვილი თვლის, რომ ახლა ადგილობრივი არჩევნები გადაწყვეტს, თუ რა ტიპის ლიდერი სურს მოსახლეობას, ჩრდილოვანი კლანური მმართველი, თუ პატიოსანი და განათლებული დედაქალაქის მერი, რომლის უკანაც ძლიერი პარტია დგას. 
 
„ზალიკო პირველ რიგში არის ძალიან წესიერი ადამიანი. რა უნდა მოხდეს, რომ ზალიკომ რაღაც მოიპაროს, გააფუჭოს. უყვარს თავის ქვეყანა უსაშველოდ,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
 
კიდევ ერთი ქალაქი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს განვითარების მთავარ კვანძს უწოდებს, ქუთაისია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებას ამ საკითხთან მიმართებაშიც აკრიტიკებს.
 
"გული მწყდება ყველა იმ პროექტზე, რომელიც ~ჩვენი  ხელისუფლების დროს დაიწყო და უსამართლოდ გაჩერდა. ქუთაისი კონსტიტუციით ამათ უკვე მოკლეს, ეს იყო ივანიშვილის იდეაფიქსი, ამას მთელი საქართველო სოფელი უნდა, მაგრამ ეს იყო რაღაც ჭორვილური გადმოსახედიდან, რომ ქუთაისს ქალაქად ვერ აღიქვამს,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 
 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
 
"რომელი კონსტიტუციონალისტია ბიძინა ივანიშვილი, ჩვეულებრივი გაქნილი ოროსანია, რომელიც როცა ჩვენ ვსწავლობდით, ის ნახულობდა სხვა გზებს, ამ გაგებით ქვეყანას ვერ ააშენებ, თორემ მილიარდებს კი იშოვი, მაგაში ჩვენზე მაგარია,"-აღნიშნა სააკაშვილმა. 
 
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში სხვა პოლიტიკურ პარტიების საკითხსაც შეეხო, მათ შორის "ევროპულ საქართველოს." 
 
„ევროპული საქართველო" არის ხალხი, რომლებმაც მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება, გამიჯნოდა "ნაციონალურ მოძრაობას" და ამით გააძლიერა ივანიშვილი. ეს იყო ივანიშვილის სასარგებლოდ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
ექსპრეზიდენტი ინტერვიუს დასასრულს და ყველა მოვლენის შეფასების შემდეგ მისეულ ხედვას ასახელებს თუ როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყანამ განვითარება.
"უნდა ჩამოიფერთხოს ესენი უკვე როგორც სიბინძურე და გაისწოროს და გააგრძელოს სვლა, იმიტომ რომ ზედმეტად გავჩერდით,"-აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
 
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ახლა ის უკრაინის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფიგურაა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიზანია გაამართლოს უკრაინელთა ნდობა, საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში ჩადის და მომხრეებს პირადად ხვდება. გეგმავენ საპროტესტო მარშს, რომელიც 17 ოქტომბერს, კიევის ცენტრში უნდა გაიმართოს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...