მთავარისიახლეებიმსოფლიოქარიშხალი ნეიტი შეერთებული შტატების სანაპიროს უტევს

ქარიშხალი ნეიტი შეერთებული შტატების სანაპიროს უტევს

Published on

ქარიშხალმა ნეიტმა შეერთებული შტატების სანაპიროს მიაღწია. სტიქია ამ დროისთვის ლუიზიანას, მისისიპის, ალაბამასა და ფლორიდის ნაწილს უტევს. რეგიონებში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს, ქარის სიჩქარე კი საათში 140 კილომეტრს აღწევს.
სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარიშხლის გამო, ამერიკულმა კომპანიებმა მექსიკის ყურებში ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერეს, დაიხურა პორტებიც. შეერთებულ შტატებამდე ქარიშხალმა ნეიტმა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს გადაუარა და 30-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
 
 
 
 
ტროპიკული შტორმი, სახელად ნეიტი ყარიბის ზღვაში წარმოიქმნა და მექსიკის ყურისკენ დაიძრა- იტყობინება აშშ ქარიშხლების ეროვნული ცენტრი, გზადაგზა მან გრიგალის ფორმა მიიღო და თავის გზაზე მილეწ- მოლეწა სანაპირო დასახლებები, ახლა  იგი  კონტინენტის ამ მხარეს მდებარე ქვეყნების სიღრმისკენ მიიწევს და ნგრევა, კოკისპირული წვიმები   და წყალდიდობები მიაქვს. დღეს ნეიტის მძვინვარების პიკია.
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...