მთავარისიახლეებიუკრაინაპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: " ეს არის ბომბი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება, რუსეთმა იგი...

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: ” ეს არის ბომბი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება, რუსეთმა იგი წლების წინ საქართველოსაც ჩაუდო”

Published on

მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ პეტრო პოროშენკოს მიერ წარდგნილი  კანონი ,,დონბასის რეინტეგრაციის შესახებ''  ზედმიწევნით გავს მინსკის შეთანხმებას  და საშიშია ქვეყნის ერთიანობისათვის. – ამის შესახებმან ილაპარაკა  ტელეკომპანია "NEWS ONE"-თან ინტერვიუში.
,,2008 წელს სარკოზი ძალიან მაწვებოდა დავთანხმებულიყავი სამშვიდობო ხელშეკრულებაში იმ პუნქტის შეტანას, რომელიც ითვალისწინებდა ტერიტორიის სპეციალური სტატუსის საერთაშორისო განხილვას, როგორც ამას მოსკოვი მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში  რუსები მოგკლავენ – მაფრტილებდა იგი, მაგრამ მე კატეგორიულად ვთქვი ამაზე უარი   და  სამშვიდობო ხელშეკრულებას მხოლოდ მას შემდეგ მოვაწერე ხელი, რაც ამოღებულ იქნა ეს პუნქტი, რომელიც მინსკის ხელშეკრულების მსგავსი იყო"
 
მიხეილ სააკაშვილი  შენელებული მოქმედების ნაღმს და შიდა ოკუპაციის მცდელობას უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონს "დონბასის რეინტეგრაციის შესახებ" . მან  განაცხადა, რომ კანონპროექტის დამტკიცებას მინსკის შეთანხმების პირობები კანონის დონეზე აჰყავს.
 
რუსული მხარე კი, რომელმაც ასევე აიღო მინსკის შეთანხმების შესრულების ვალდებულება, ამას არ გააკეთებს. შედეგად უკრაინა იძულებული გახდება დოკუმენტი ცალმხრივად შეასრულოს.
 
მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკო კანონის შემუშავებისას, პირადი ინტერესების გატარების მცდელობაშიც დაადანაშაულა. 
 
"უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოში, 90-იან წლებში არსებულ ვითარებას ჰგავს, როდესაც მას ჰყავდა ძალიან სუსტი, კორუმპირებული ხელისუფლება, შევარდნაძის მეთაურობით. მან რუსეთის ზეწოლის შედეგად, ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადგილობრივი ფორმირებებისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე მშვიდობისმყოფელებთან დაკავშირებით შეთანხმებებს მოაწერა ხელი. 2008 წელს კი, ჩვენ სწორედ ამ შეთანხმებების წინაშე ავღმოვჩნდით. ეს იყო შენელებული მოქმედების ბომბი, რომელიც რუსეთმა საქართველოს წლების წინ ჩაუდო.
 
"დონბასის რეინტეგრაციის შესახებ" კანონის მიხედვით, ასევე ხდება ლეგალიზება იმ ადამიანების, პირდაპირ მოსკოვის მიერ არიან დანიშნულები. უკრაინის შიგნით პოლიტიკური სუბიექტის სტატუსის მინიჭება, ეს შიდა ოკუპაციაა. თუ კი პოროშენკო ამ კანონს მიიღებს, ომი არასდროს დასრულდება, რადგან მას და თანამდებობის სხვა პირებს რეგიონთან სავაჭრო ურთიერთობების წარმოების პირდაპირი ფინანსური ინტერესი ექნებათ. ეს არ არის უბრალოდ მორიგი კანონი, ეს არის ბომბი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება," – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
 
 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...