მთავარისიახლეებისაზოგადოებაწელს რეგულირების სააგენტომ 161 ექიმიდან 157-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა, სერტიფიკატის მოქმედება კი...

წელს რეგულირების სააგენტომ 161 ექიმიდან 157-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა, სერტიფიკატის მოქმედება კი 67 ექიმს შეუჩერა

Published on

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 157 ექიმს დააკისრა, აქედან სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 67 ექიმს შეუჩერდა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული. სააგენტოს ცნობით, 2017 წლის იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე დაწყებულია/დასრულებულია 141 პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა. „პროფესიული განვითარების საბჭომ 2017 წელს განიხილა 103 საკითხი და 161 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 157 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, ხოლო 4 ექიმს არ დაეკისრა. 90 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 67 ექიმს“, – აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში. რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, ამავე წერილიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე დაწყებულია/დასრულებულია 178 პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა. პროფესიული განვითარების საბჭომ, 2016 წელს განიხილა 123 საკითხი და 198 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან 105 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, ხოლო სხვადასხვა ვადით სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა 93 ექიმს.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...