გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს

0
471
გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ურსულა ფონ დერ ლაიენის დახვედრის ცერემონია თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
პირისპირ შეხვედრისას მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე ისაუბრეს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.  დახვედრის ცერემონია თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
 
პირისპირ შეხვედრისას მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე ისაუბრეს.
 
უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, რაც ძალიან ნათლად გამოჩნდა არჩევნების შემდეგ თქვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გერმანიაში, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგასთან, ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე  
მან  ორი ქვეყნის ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავსაც გაუსვა ხაზი. მ
 
„დიდი სიამოვნებით ჩამოვედი საქართველოში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ჩამოდის. ეს ასევე არის საქართველოს მიმართ ჩემი მადლობის და პატივისცემის გამოხატულება. ჩვენ 200-წლიანი საერთო დიდი ისტორია გვაქვს ანუ როდესაც პირველი გერმანელი შვაბები საქართველოში ჩამოვიდნენ. 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ ჩვენს ქვეყნებს შორის. მაგრამ ჩემი მადლობა ეკუთვნის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორ საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით, იმიტომ რომ საქართველო ძალიან მყარად დგას ჩვენს გვერდით. ჩვენ არ დაგვავიწყდება ავღანეთში, გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს მაზარ-ი-შარიფში ქართველი სამხედროების დახმარება, როდესაც მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი დაცვისათვის. მათ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. ექსტრემალური სიტუაციები გვარწმუნებს, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი ფუნდამენტი აქვს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 
 
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროების მომზადების მაღალ დონესა და პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი, ასევე ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე. 
„მოხარული ვარ, რომ გერმანიაში ქართველ ჯარისკაცებს შევხვდი, რომლებიც მომზადებას გადიან და რომლებთანაც სანდო პარტნიორობა გვაკავშირებს. მათი განათლება და მომზადება მაღალ დონეზეა, ისინი პროფესიონალი ჯარისკაცები არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობა გვაქვს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. საერთო გეგმები გაგვაჩნია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ფარგლებშიც. თქვენ ბრძანდებოდით გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის აკადემიაში, კარგი იქნებოდა ამ სკოლებს შორის შინაარსობრივი თანამშრომლობა განვითარდეს. ჩვენ ვაკვირდებით რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და ვაფასებთ დემოკრატიის გამყარებას თქვენს ქვეყანაში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას. თქვენ აღნიშნეთ სწავლება „ღირსეული პარტნიორი“. ჩვენ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავაგრძელებთ ამ სწავლებაში მონაწილეობას თქვენთან ერთად და თქვენს გვერდით. ეს კი იმის მაგალითია, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, რომელიც ძალიან ნათლად გამოჩნდა არჩევნების შემდეგ თქვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გერმანიაში. ვიზიტისას მხარეები შევთანხმდით, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდებოდა. ეს არის მადლობისა და პატივისცემის ნიშანი“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. 
„მზად ვართ მომავალშიც, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, გერმანელებთან ერთად მაზარიშარიფში გავაგრძელოთ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობაზე ზრუნვა. გერმანია ბევრს აკეთებს ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,“-განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ურსულა ფონ დერ ლაიენის სტუმრობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, რომელიც სწორედ გერმანიის დახმარებით ჩამოყალიბდა.

წინა სტატიაწელს რეგულირების სააგენტომ 161 ექიმიდან 157-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა, სერტიფიკატის მოქმედება კი 67 ექიმს შეუჩერა
შემდეგი სტატიაპირველი იანვრიდან ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური