მთავარისიახლეებისამართალიშსს- მ სპეცსამსახურის საიდუმლო აგენტის ალექსანდრე სამუშიას ოჯახს ოფიციალურად უთხრა უარი დაცვით...

შსს- მ სპეცსამსახურის საიდუმლო აგენტის ალექსანდრე სამუშიას ოჯახს ოფიციალურად უთხრა უარი დაცვით უზრუნველყოფაზე

Published on

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ საიდუმლო აგენტის, ალექსანდრე სამუშიას ოჯახს ოფიციალურად უთხრა უარი დაცვით უზრუნველყოფაზე. განცხადებაში წერია, რომ თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ, შეძლიათ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციას მიმართონ.
 
მღებრიშვილის უწყებაში განცხადება  ალექსანდრე სამუშიას 18 წლის შვილმა " და მისმა ადვოკატმა ,,სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმ.ზვიად კუპრავამ შეიტანეს.- მათი განცხადებით,  სპეცაგენტის აღიარების შემდეგ, რომლის შესახებ სიუჟეტი "შაბათის კურიერში" გავიდა, მისი ოჯახი უსაფრთხოების გარანტიებს და დაცვას ითხოვს. 
ისინი ამბობენ,  რომ „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუს, პატიმარზე ზეწოლა მოჰყვა. 
 
„ალეკო სამუშიას შვილმა  უშუალოდ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა შესაბამისი დაცვის უზრუნველყოფა, რაც რეალურად სჭირდებათ სახელმწიფოსგან დღეს. ალეკო სამუშია არ იყო რიგითი ადამიანი, ის იყო ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომელი ქართული სპეცსამსახურის, რომელსაც ჩაუტარებია არა ერთი სკანდალური და მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია, მათ შორის ისეთიც, რომელიც დღემდე საზოგადოებისთვის უცნობია. საკუთარი სპეცსამსახურის თანამშრომლის ოჯახს დღეს სახელმწიფოსგან სჭირდება შესაბამისი დაცვით უზრუნველყოფა, ამდენად  შსს-ს უარი დაცვის გამოყოფაზე "სამარცხვინო და უპასუხისმგებლოა"  – განაცხადა „”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.

 
ალექსანდრე სამუშია 2013 წლამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ის სპეციალურ დავალებებს ასრულებდა ოკუპირებულ აფხაზეთში, ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ კი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...