მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი როვნოს მოსახლეობას შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი როვნოს მოსახლეობას შეხვდა

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის ოპოზიციურ ძალთა მოძრაობის ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი გუშინ  როვნოში ჩავიდა და მხარდამჭერებს შეხვდა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მის შესახვედრად ასეულობით ადამიანი მივიდა – იუწყება უკრაინული მედია – შეიძლება ითქვას, მან აქ მთელი  მაიდანი შეკრიბა. სააკაშვილის მივლსმდე  ხალხს მიმართეს მისმა თანამოაზრეებმა – მაიდნის გმირებმა იგორ მაზურმა და იური პლოსკიმ, მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს სააკაშვილის ოპოზიციურ მოძრაობას და მწვავედ გააკრიტიკეს პეტრო პოროშენკოს მმართველობა ზოგადად და მისი ქმედება პოლიტიკური ოპონენტის მიმართ. 
 
მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა როვნოელებს გულთბილი დახვედრისა და მხარდაჭერისთვის და ილაპარაკა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ოპოზიცია, რომელიც უკრაინის წინსვლისა დ განვითარების სახელით უპირსპირდება პოროშენკოს ხელისუფლებას.მისი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადასცა ტელეარხმა NewsOne
თავისი სპიჩის უდიდესი ნაწილი  მიხეილ სააკაშვილმა  მიუძღვნა თავის ხედვას ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესების  საკითხში, მან  მოუწოდა პოროშენკოს  ყურადღება მიაქციოს ხელისფლებისადმი მოსახლეობის ნდობის კატასტროფულ ვარდნას და ხელი აიღოს ,,თავისი ხალხის'' უპირობო მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე უკრაინელი ხალხის კუთვნილის მიტაცებაში.    
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრეზიდენტ პოროშენკოს ურჩია დაითხოვოს რადა, გადააყენოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ოხენდოვსკი და ძირეულად გარდაქმნას  უკრაინის უშიშროების სამსახური. 
მიხეილ სააკაშვილის შემდეგ შეკრებილებს სიტყვთ მიმართა როვნოელმა სოლომია ბობროვსკაიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოადგილე იყო ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის დროს.  მან აგაახმოვანა სამი საკვანძო მოთხოვნა პრეზიდენტის მიმართ: დეპუტატის ხეშეუხებლობის გაუქმება , ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა და ახალი საარჩევნო წესების დაკანონება.
 
 
შეკრების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა როვნოს ქუჩები დაიარა, მოსახლეობა მას უდიდესი ინტერესით და კეთილგანწყობით ხვდებოდა. 

 

 

სიახლეები

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი სუსტდება, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს დარტყმები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები, შესაძლოა, გააძლიეროს. „პუტინი სუსტდება....

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, პირველი ლედები,...

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე 6 პირს 5-5 წლით, ხოლო ერთს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე, ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს, ასე­ვე და­ვით ჟღენტს, კონ­სტან­ტი­ნე კო­კა­ი­ას, კა­ხა­ბერ მჟა­ვა­ნა­ძეს, ზაქ­რო...