მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას ესტუმრა

აშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას ესტუმრა

Published on

გუშინ საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ელიზაბეტ რუდი სტუმრობდა. 
 
ელჩის მოადგილე აშშ–ის დახმარებით განხორციელებულ პროექტებს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა. 
 
მისი თქმით, ამერიკის საელჩო საქართველოსთან პარტნიორებით ამაყობს.
 
”პირადად გავეცანი მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაყობს ქართველი პარტნიორებით. ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, თუ როგორ ეფექტურად ხორციელდება ჩვენი პროექტები. ფოთის სანაპირო დაცვა არა მხოლოდ სანაპირო ზოლს იცავს, არამედ შავი ზღვის მთელ რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ამერიკის საელჩო ფოთის სანაპირო დაცვის ბაზასთან თანამშრომლობას გააგრძელებს,“- აღნიშნა ელიზაბეტ რუდმა. 
 
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის თემურ კვანტალიას თქმით, აშშ-ის დახმარებით განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, იგი ავითარებს სანაპირო დაცვის ფლოტის მომსახურების ეფექტიანობასა და ხარისხს.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...