მთავარისიახლეებისამართალიგუშინდელი აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრისთვის გადაიდო

გუშინდელი აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრისთვის გადაიდო

Published on

თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელი აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრისთვის გადაიდო. შემდეგ სასამართლო პროცესამდე, ყველა დაკავებული პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. 
 
სხდომის გადადების მიზეზი მოსამართლის დადგენილება გახდა. მოსამართლე ნინო ჭალიძის გადაწყვეტილებით, მერიას სასამართლოსგან გაეგზავნება დადგენილება, რომ სასამართლოს წარუდგინოს აქციის ამსახველი სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები. 
რაც შეეხება ვადას, მერიამ აღნიშნული ჩანაწერები დადგენილების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს. 
 
გარდა ამისა, მოსამართლემ სამართალდამცველებს, რომლებიც ამ პირების დაკავებაში მონაწილეობდნენ, მიმართა, თუ ჰქონდათ დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რასთან დაკავშირებითაც სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ აქციის პერიოდში იყო წვიმა, ეცვათ საწვიმარი ლაბადები და სამხრე კამერებით ჩაწერას ვერ მოახერხებდნენ. 
 
გუშინ თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე 6 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის დააკავეს.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...