დღევანდელი პრემიერი მკერდით გადაეფარა ყოფილ პრემიერსს

0
394
680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის, – ასეგამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილმიმთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე  ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. 
 
მთავრობის მეთაურმა გუნდის წევრებს მიმართა, რომ როდესაც მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა. 
 
“არავის არ უნდა მოერიდოს, რომ თქვას, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. მე მგონი ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რადაგან ბიძინა ივანიშვილია არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია?! მე მგონი, ეს არასწორია. საუბარია იმაზე, რომ 20 000 ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე – ეს არის თბილისი, გურია, სამგრელო, აჭარა. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის.
 
მინდა ყველამ ნახოს ის ვიდეო, იმ ადამიანის გვარი არ მახსოვს, რომელიც 26 მაისის შემდეგ, როდესაც გვამები ეყარა, პარლამენტის შენობის წინ, ამბობდა ნაგვისგან გაწმინდესო. ნაგავს ეძახდა ამ ოპოზიციონერებს. მას გუშინ მერის მოადგილიდან დაწყებული, პოლიციელებით დამთავრებული ასულიერებდნენ, რომ პულსი გაქვს შვილო, მომატებული და გარეთ არ გახვიდე, არ ინერვიულოო. ეს არის ჩვენი მთავრობის სახე და ეს ცვლილება მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა.
 
ამიტომ არის, რომ ასე გააფთრებული იბრძვიან, მაგრამ მათი მობრუნება გამორიცხულია, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენც პოლიტიკოსებმა უნდა ვეცადოთ, რომ ხალხს ეს სიმართლე მაქსიმალურად დავანახოთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
წინა სტატიამასშტაბური თავდასხმა აშშ-ის ისტორიაში – მოკლულია 59 ადამიანი
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი გუშინ დეპუტატების უფლებების დარღვევასა და აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობაზე საუბრობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური