წვიმა, ღვარცოფი, მეწყერი, შტორმი – შემოდგომა იერიშზე გადმოდის

0
418
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ცნობით,  2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე მთელ საქართველოში მოსალოდნელია ძლერი წვიმა, რამაც შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. 
 
ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოაცხადა –  სამაშველო საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, სანაპიროსთან მყოფ მოქალაქეებს კი მაშველები რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, ზღვაში არ შევიდნენ. 
 

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით,  5 ოქტომბრიდან გამოიდარებს, ხოლო 6 ოქტომბრიდან ტემპერატურა უკვე 20 გრადუსზე მაღალი იქნება
წინა სტატიაკახა მიქაია- “ლაშა გოგია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია”
შემდეგი სტატიალას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური