თეა წულუკიანი: ,,ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდებ, არ გამოიყენონ პირადი Facebook-ი გვერდი აგიტაციისთვის”

0
468
„ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდებ, არ გამოიყენონ პირადი Facebook-ი გვერდი აგიტაციისთვის. ჩვენ დღეს შესაბამისი რეკომენდაცია გამოვეცით.
,,ეს არის დაუშვებელი, რადგან ქმნის ინსტრუქციას მისდამი დაქვემდებარებული პირებისთვის, რომ ამა თუ იმ პარტიას დაუჭირონ მხარი", – განაცხადა  იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეშვიდე სხდომაზე .
წულუკიანმა ისუბრა სხვა დარრვევებზეც, რომელიც წინასაარჩევნო პროცესი დაფიქსირდა.
მისი თქმით, უწყებათაშორისო კომისიის შუალედური ანგარიშიდან ჩანს, რომ მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, რადგანაც, თუ 2014 წლის არჩევნებისას აღნიშნულ პერიოდში 150 მეტი საჩივარი იყო კომისიაში შესული, ახლა მხოლოდ 43 საჩივარი ფიქსირდება
„პრობლემა რჩება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ყურანზე აფიცებს ადამიანებს, რომ ამა თუ იმ პარტიას მისცემდა ხმას. ეს არის დასაგმობი. ასევე, ზოგიერთი ჩვენთვის პატივსაცემი აღმზრდელი და მასწავლებელი არღვევს კანონს და დროშები შეაქვთ კლასებში, ხოლო ზოგიერთ გამგებლის მოადგილეებს არ ესმით საკუთარი ფუნქციები" – განაცხადა  წულუკიანმა 
 
.
 
 
 
წინა სტატიაბავშვები, სტუდენტები, მოხუცები – ლედი სანდრას გამუდმებული საზრუნავი
შემდეგი სტატიასაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამძიმარი კლუბ “ზუგდიდის” მეკარის შოთა მამინაშვილის ოჯახს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური