მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა მიქაია- "ლაშა გოგია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის უსაფრთხოების ...

კახა მიქაია- “ლაშა გოგია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია”

Published on

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაშა გოგია დღემდე „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. მიქაიამ განცხადება დღეს მედიისთვის სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ასევე მან დაასახელა რამდენიმე სოფლის გამგებელი, რომლებიც დღემდე ნაციონალური მოძრაობის პარტიაში ირიცხებიან.მიქაიას მიერ ჟურნალისტებისთვის წარდგენილი სია ასე გამოიყურება:
1. ირაკლი ჯანაშია- ჭითაწყარის მაჟორიტარობის კანდიდატი,  გამგებლის ყოფილი მოადგილე პარტიული კვოტით,  2012 წლამდე იყო ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრი
2. პაატა ებრალიძე- ჯიხაშკარის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯიხაშკარის გამგებლის მოადგილე წინა ხელისუფლების დროიდან დღემდე.
3. ზურაბ ფაჟავა – იყო უბნის კოორდინატორი და გამგებლის მოადგილე ნაც. მოძრაობის კვოტით, ამჟამად გამგებელი კოლხიდა-ჯუმში.
4. კობა ჩახაია-იყო ნაციონალური მოძრაობის  კოორდინატორი კახათში. პარტიიდან საარჩევნო კომისიის წევრი. პარტიის საარჩევნო შტაბის წევრი კახათში. დღემდე გამგებელი.
5. ვალერი პერტია- იყო გამგებლის მოადგილე 2012 წლამდე. ამჟამად გამგებელი.
6. ბადრი ნინუა- ურთა. დღემდე გამგებელი. იყო ურთის საარჩევნო შტაბის უფროსი.
7. რევაზ შელია- ახალკახათი. იყო გამგებელი. პარტიის შტაბის უფროსი, ამჟამადაც გამგებელი
 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...