დაიბარეს თუ არა ზუგდიდის მერობის კანდიდატის დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი დაკითხვაზე?

0
391
შინაგან საქმეთა სამინისტრო  უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის სესახებ, რომ ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი, მამუკა დარასელია დაკითხვაზეა დაბარებული. 
უწყების განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მოქალაქე მამუკა დარასელია დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.
 
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი მამუკა დარასელია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. დარასელიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღეს დილით გაავრცელა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ დაურღვევია, პოლიციამ დღეს დაკითხვაზე დაიბარა. რაც მ პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია და პოლიციის განყოფილებაში მისვლას არ აპირებს. 
 
"დღეს დილით დამიკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან. მითხრეს, რომ მივსულიყავი გამოკითხვაზე. თუ მე არ მივიდოდი, მანქანას გამოუშვებდნენ და წამიყვანდნენ. ფაქტს ვუკავშირებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას და იმ ხმამაღალ განცხადებებს, რომელსაც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ვაჟღერებ,"- განაცხადა დარასელიამ. 
წინა სტატიათბილისის მერიასთან ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილმა ოფიციალურად დატოვა თბილისის საკრებულო, რომელსაც ,,ერთი კაცის მომსახურე ნოტარიულ ბიუროს” უწოდებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური