,,ყველა იპარავს!” – სტერეოტიპი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაამსხვრია საქართველოში და ამსხვრევს უკრაინაში

0
431
,,ყველა იპარავს!'' – დაწყებული ,,ბუფეტჩიკით'', დამთავრებული ხელისუფლების უმაღლესი პირებით. – ეს სტერეოტიპი ათეულობით წლების მანძილზე ინერგებოდა საქართველოში, რათა მპარავს გარემოების მძევლის პოზით მშვიდად  გაეგრძელებინა პარვა, ხოლო აქა-იქ შემორჩენილ  თითო – ოროლა დონ კიხოტს შეეწყვიტა ქარის წისქვილებთან ბრძოლა და შეგუებოდა იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლას აზრი არა აქვს.
 
ყველა არ იპარავს! – მპარავთა ადგილი კი ციხეშია!- უტრირებულად რომ ვთქვათ, ამ ლოზუნგით დაპირისპირდა  ქურდობასთან, მექრთამეობასთან,  მოხელეთა მომხვეჭელობასთან  დაკავშირებულ ამ  სტერეოტიპს  ვარდების რევოლუციით მოსული   ახალი ძალა, სწორედ ამაზე საუბრობს საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციურ ძალთა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი   გადაცემაში ,,ინშა  უკრაინა'' დისკუსიაში ოპონენტთან, რომელიც ცდილობს გაამართლოს უკრაინის ხელისუფლების უპრინციპობა  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.   
 
შევარდნაძე სიტყვა-სიტყვით საუბრობდა ისე, როგორც საუბრობთ თქვენ, იგივე ციტატებით. რომ კორუფციაა, რომ პრობლემა არაა ხელისუფლებაში, არამედ კორუფცია ხალხს სისხლში აქვს გამჯდარი, ჩვენთან კორუმპირებულია ექიმიც, ინჟინერიც, მასწავლებელიც, პოლიციელიც.. ჩვენთან ყველა კორუმპირებულია. ასე, რომ არაფერი იცვლებოდა.
 
მაგრამ  მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა.  გაცილებით დიდ სახალხო მღელვარების ფონზე, ვიდრე  უკრაინაში, მოვიდნენ ახალი ადამიანები.
 
პირველივე კვირაში დავაკავეთ 5 მოქმედი მინისტრი და ვაიძულეთ ერთ თვეში ნაძარცვი ფული დაებრუნებინათ. შემდეგ ამას მოჰყვა ჩვენი 4 დეპუტატის დაკავება, ასევე დავაკავეთ ჩემი ახლო მეგობარი და  რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რადგანაც მან ვერ გაიგო, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში და შესაბამისად დაიწყო ფულის კეთება. ამგვარად დავამყარეთ წესრიგი ქვეყანაში და საქართველო გადავაქციეთ  სოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყნად.
 
ჩვენ ავაშენეთ ახალი ქალაქები, მშენებლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამშენებლო ფირმა "ორბი"-მ ბათუმში რამდენიმე მილიონ კვადრატულ ფართობზე ააშენა საცხოვრებელი სახლები, სადაც არც მე და ჩემს არც ერთ ნათესავს ერთი ოთახიც არ გვაქვს. ამავე დროს ჩვენ ფირმას გადავეცით მიწა თითქმის უფასოდ და მე მიხაროდა როდესაც ის შენდებოდა. უკრაინაში როდესაც პრეზიდენტი არ იქნება ბიზნესმენი, როდესაც რადაშიც არ ისხდებიან ბიზნესმენები, როდესაც ბიზნესი გახდება ყველასთვის ხელმისაწავდომი,  არანაირი პეტრენკო და ავაკოვი არ მოვლენ თქვენთან, რომ  წაგართვან ფული, ისინი იქნებიან უკრაინელი ხალხის სამსახურში, სწორედ მაშინ შეძლებს უკრაინა გამარჯვებას….
წინა სტატიაApple ტყუპებს ურჩევს, არ გამოიყენონ სახის ამომცნობი სისტემა Face ID
შემდეგი სტატიაშემოდგომის წვიმები საქართველოში – ოთხ ოქტომბრამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური