მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები'' ზუგდიდსა და მთელ სააქართველოში

,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები” ზუგდიდსა და მთელ სააქართველოში

Published on

1 ოქტომბერს ზუგდიდის დადიანების სასახლეში  ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება,   დაგეგმილია ღონისძიება „ჩვენ ვხატავთ დასავლეთს", რომელიც ტარდება  ევროპის მემკვიდრეობის დღეების  მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში. პროგრამა  ტრადიციისამებრ, ითვალისწინებს უფასო სემინარების, გამოფენების, შემეცნებითი ტურებისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო მოვლენების ჩატარებას  თბილისსა და რეგიონებში. 
 
ევროპის მემკვიდრეობის დღეების" სტუმრებს თბილისში ელოდებათ საგანმანათლებლო ტური ხელოვნების სასახლის დენდროლოგიურ პარკში; ისტორიული ექსკურსი ევროპულ მემკვიდრეობაში და ქუთაისის მხარის ბუნება — ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.
ტიციან და გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში, სოფელ ჭყვიშში გაიმართება კონფერენცია ბუნების ძალაუფლების შესახებ დედამიწაზე. 
ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მოეწყობა საფეხმავლო ტური და თემატური დისკუსია, ვაშლოვანის ნაკრძალში, დათვის ხევში — პანტიშარაში — საგანმანათლებლო ტური.
შაბათობა გაიმართება ასპინძის რაიონის სოფელ დამალას წმინდა გიორგი ეკლესიის ტერიტორიაზე; დაასუფთავებენ ასევე ხარაგაულის ტყე-პარკს.
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ყვარელში გაიმართება საჯარო ლექცია ეკოლოგიის, კლიმატის ცვლილებებისა და გარემოს დაცვის სფეროში ევროპული კანონმდებლობის შესახებ, ქარელის რაიონის ძამას ხეობაში კი მოეწყობა ეკოტური და ექსკურსია.
 

ევროპის დღეები წლეულს  30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს  ღინიშნება. საქართველოში ღონისძიება ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კოორდინირებით. 
წლევანდელი   თემაა „მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“.
ინიციატივა „ევროპის მემკვიდრეობის დღეები” 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას წარმოადგენს და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ  ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამებისა და აქტივობების მეშვვეობით, მიმართულია ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის, როგორც საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ.

 
  ინიციატივა "ევროპის მემკვიდრეობის დღეები" ჯერ კიდევ 1985 წლიდან მომდინარეობს, ხოლო 1999 წლიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები უმეტესად ყოველი წლის სექტემბრის ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება.ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები სპეციფიკური თემის ირგვლივ აღინიშნება. თემები ძირითად ფოკუსირებულია მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის, ისტორიის სხვდასხვა პერიოდისა და საზოგადოების მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულების საკითხებზე. 
 
საქართველოში "ევროპის მემკვიდრეობის დღეების" აღნიშვნას უკვე ოთხწლიანი ისტორია აქვს.
 
 
.

სიახლეები

Pax Americana ევროპაში დასრულებულია, ჩვენს ინტერესებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ – მერცი

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს, რადგან Pax Americana-ს ათწლეულები დასრულებულია. ამის...

უბედური შემთხვევა ზუგდიდში: ფასადის სამუშაოებს თურქეთის მოქალაქე ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდის ცენტრში, რომელსაც თურქეთის მოქალაქე, ჩვენი ინფორმაციით, დაქირავებული მუშა ემსხვერპლა.  ტრაგედია მაშინ...

ავტრალიაში ანტისემიტური ტერაქტის მსხვერპლი, სულ მცირე, 11 ადამიანი გახდა

უახლესი ინფორმაციით, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 29 ადამიანი...

პარლამენტის წინ შეკრებილები უკრაინის მხარდამჭერ გლობალურ აქციას უერთდებიან

14 დეკემბრის საღამოს უწყვეტი პროტესტის მონაწილეები სოლიდარობის დემონსტრაციით შეუერთდნენ უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ აქციას-STOP HUMAN...