მთავარისიახლეებისაზოგადოება„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ზუგდიდში საჯარო მოხელეთა გასაუბრებაზე არ დაუშვეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ზუგდიდში საჯარო მოხელეთა გასაუბრებაზე არ დაუშვეს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში,  მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საჯარო მოხელეთა გასაუბრება.  კომისიის შემადგენლობაში 5 წევრია, მათ შორის, 4 საჯარო მოხელე და ერთი პროფკავშირების წარმომადგენელი. კომისიას რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია ხელმძღვანელობს.ზუგდიდის გამგეობაში საჯარო მოხელეთა გასაუბრებაზე დასწრება მოითხოვა  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს “ ზუგდიდის ორგანიზაციამ, თუმცა ისინი გასაუბრებაზე არ დაუშვეს,  არასამათვრობო ორგანიზაციამ შესაბამისი მოთხოვნით წერილი სპეციალურ კომისიას გაუგზავნა, თუმცა კომისიამ მათ დასწრებაზე უარი უთხრა, მიზეზად კი მთავრობის 417-ე დადგენილება დაუსახელეს.საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორის  არჩილ თოდუას თქმით,  მათთვის გაუგებარი და მიუღებელია, ის მიზეზი, რის გამოც უარი ეთქვათ პროცესში დამკვირვებლობაზე.მისივე თქმით  მთავრობის 417-ე დადგენილებაში არასამთავრობო ორგანიზაციების გასაუბრებაზე დაშვების შესახებ არანაირი აკრძალვა არ არის დათქმული. გამჭვირვალობისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არიან კომისიის წევრებად ის პროფესიული საჯარო მოხელეები, რომელთა შეფასებაც სხვა მოხელეთა მსგავსად უნდა მოხდეს.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ლიკვიდაციის შესახებ განკარგულებას გამგებელმა ლაშა გოგიამ 7 სექტემბერს მოაწერა ხელი. ლიკვიდაცია შეეხო მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ყველა პროფესიულ საჯარო მოხელეს,  ზუგდიდის გამგეობაში საჯარო მოხელეთა გასაუბრება დღეს დაიწყო და ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.  
 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...