რა ღირს ივანიშვილის ერთი ლარი: თბილისის საკრებულოს დარბაზიდან ოპოზიცია ძალის გამოყენებით გაიყვანეს, დერეფანში ივანიშვილის მორჩილი აგრესიული მოქალაქეები დაახვედრეს, საკრებულოს შესასვლელს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს

0
391
თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყებიდანვე ოპოზიცია მთელი ძალით ცდილობდა მიეღწია სხდომაზე განსახილველი საკითხის – ბიძინა ივანიშვილის კომპანიებისთვის თბილისის ახალი ტერიტრიების გადაცემის – გადადებისთვის.
 საკრებულოს სხდომა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.  „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მწავედ დააყენეს საკითხი, რომ სხდომა მოუმზადებელია და უნდა გადაიდოს. ხმაური და დაპირისპირება დამთავრდა იმით, რომ დაცვამ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები და ლიდერები ძალის გამოყენებით გაიყვანეს ჯერ ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟიდან, ხოლო შემდეგ დარბაზიდან, სადაც მათ ამის შემდეგ გადაინაცვლეს   
 
 
 ზაალ უდუმაშვილმა, თბილისის მერობის კანდიდატმა   ,, ნაციონალური მოძრაობიდან''  მწვავე პროტესტი გამოთქვა საკრებულოს მხრიდან თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიების ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ ლარად მიყიდვის განზრახვის გამო.
 
 
„ჩვენ პრინციპული დამოკიდებულება გვაქვს ამ საკითხზე. ეს ადამიანები მუდმივად ხელს აწერენ ყველაფერზე, რაც ამდიდრებს ბიძინა ივანიშვილს. კითხვები დავსვი, რატომ აძლევენ მიწას. პასუხი იყო სუს-ის მოყვანა და პროვოკაციის მოწყობა. ჩვენ არ დავუშვით ჩხუბი და გამოვედით“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა ,,ევროპული საქართველოდან'' ელენე  ხოშტარიამ.
 
საკრებულოს უმრავლესობამ მათი გაჩუმება სცადა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოყვა.  
 
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ლოჟაში მყოფ ოპოზიციას  წარმომადგენლებს არაერთხელ მიმართა, მიეცათ მათთვის მუშაობის საშუალება, მაგრამ ოპოზიცია თავის პოზიციას არ თმობდა, ამის შემდეგ   ლოჟაში გამოჩნდნენ თავმჯდომარის მიერ გამოძახებული დაცვის სამსახურის წარმომადგენლები   და  ძალის გამოყენებით  გაიყვანეს  ისინი. 
 
დერეფანში მათ მოქალაქეთა ჯგუფი დახვდა, რომლებიც აკეთებდნენ მოწოდებებს, რომ საკრებულოში არ არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების ადგილი. 
 
საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესასვლელს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
 
 
 
ცოტა ხნის წინ საკრებულოში მომხდარ ხმაურიან დაპირისპირებას განცხადებით გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია :
“ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა. მესმის რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და მესმის, რომ გარკვეული ხმები სჭირდებათ, თუმცა მათი ასეთი ქცევით არამგონია მათ ხმებს თუნდაც დამატებით ერთი მაინც მიემატოს. მე ვერ მოვისმინე სამწუხაროდ რაიმე კონკრეტული არგუმენტი, რატომ არ უნდა გაკეთდეს ქალაქში მიწისქვეშა მრავალსართულიანი სადგომი. მათ მოვუწოდებ, რომ შეეშვან ასეთ ქცევას და ქმედებას და მისცენ საკრებულოს მუშაობის საშუალება” -განმარტავს ქალაქის მერი.
 
,,ამას ქვია გაღმა შედავება '', სონ ჩიქახე სო მიშახე'', ,,დუს იბორენს –  თავს ისულელებს'' – წერენ ნარმანიას განცხადებაზე სოციალურ ქსელში.  
 
 

 
წინა სტატიამზის ქარი და ჩრდილოეთის ციალი ,,ავრორა ბორეალისი” ანუ ბორიამო დღასანწალი დედამიწაზე
შემდეგი სტატიაცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედუარდ კურტისის ნამუშევრები ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამოიფინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური