”ბიძინა ივანიშვილი ვერ გაძღა” – ხმაური და დაპირისპირება თბილისისა და ბათუმოს საკრებულოებში

0
522
ხმაური და დაპირისპირება იყო  თბილისისა და ბათუმის საკრებულოებში, სადაც დღეს ბიძინა ივანიშვილის კომპანიებისთვის ახალი ტერიტორიების გადაცემის საკითხი განიხილებოდა, თუმცა კი თბილისში საკითხის ოფიციალური ფორმულირებაა ,,თბილისში,  პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისთვის ზონალური სტატუსის  ცვლილება , ბათუმში  კი –  მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადაცემა. 
 
თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაფართოებულ  სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულო თბილისზე ზრუნვის ნიღბით ცდილობს  ხელი შეუწყოს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებსა და ახირებებს და ეს მერამდენედ აძლევს  მას ქალაქისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელობის ტერიტორიების დასაკუთრების საშუალებას.
 
 
ამჟამად პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე  ღია ავტოსადგომია და ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანია ითხოვს ერთ ლარად გადაეცეს აღნიშნული ფართობი და ადგილზე სანაცვლოდ განახორციელებს 1 მილიონი ლარის ინვენსტიციას, მოეწყობა რამდენიმედონიანი მიწისქვეშა პარკინგი.
ამასთან, როგორც სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა,განაცხადეს,  ბიძინა ივანიშვილს მიწის ნაკვეთის შესასყიდად ბიუჯეტში თანხის შეტანაც კი არ უნდა და სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ითხოვს.
 
სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით სიტყვა ითხოვა  "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა. მისი თქმით, ”ბიძინა ივანიშვილი ვერ გაძღა”, მას თაბორის მთაზე 40 ჰექტარი აქვს უკვე დაკანონებული და კიდევ ითხოვს. საპასუხოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ მას განუცხადა, რომ აღნიშნული მიწა ბიძინა ივანიშვილმა აუქციონის წესით შეიძინა. ზაალ უდუმაშვილის თქმით კი, ბიძინა ივანიშვილი ”თაბორის მთაზე, აღნიშნულ ფართობზე ზვიგენარიუმის მოწყობას აპირებს”. 
 
 
 
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა ითხოვა განმცხადებლებს წარმოედგინათ არსებობს, თუ არა აღნიშნულ ადგილზე პარკინგის მოსაწყობად გეოლოგიური დასკვნა. მისივე თქმით, თბილისის ავტომანქანებით გადატვირთული ქუჩებისათვის მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას მიესალმება, თუმცა აინტერესებს, არსებობს თუ არა ამ პროექტის მშენებლობისათვის გეოლოგიური დასკვნა. 
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილმა კი განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 220-ადგილიანი სასტუმროს ასაშენებლად უკვე გაკეთებულია გეოლოგიური დასკვნა. შესაბამისად, ასეთი დასკვნა არსებობს, თუმცა ამ სხდომაზე ეს ვერ წარმოადგინა. 
სხდომაზე სიტუაციის დაძაბვის შემდეგ შორენა ბუხრაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, რომ არ გადასულიყვნენ პოლიტიკურ დებატებში და სამუშაო რეჟიმში გაეგრძელებინათ სხდომა. 
”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის თქმით, იგი დღევანდელი კომისიების გაფართოებული სხდომის შედეგებს დაელოდება და ამ საკითხის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე შეტანის შემთხვევაში გააპროტესტებს. 
 
ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირევბის  ფონზე წარიმართა ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელიც  ოფიციალურად მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიის მთავრობისთვის გადაცემის  საკითხს განიხილავდა. გადაწყვეტილებას 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 
 
როგორც ბათუმის საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიორგი კირთაძე აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ მწვანე კონცხზე არსებული მიწის ნაკვეთს მთავრობა 49-წლიანი იჯარით უპრობლემოდ გადასცემს  ბიძინა ივანიშვილის კომპანია ”ბიზნეს დეველოპმენტს'',  უკან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დგას. ბიძინა ივაბიშვილმა  ასე,  კაპიკებში შეიძინა უნივერსიტეტის შენობა და აღნიშნულ ტერიტორიაზე საბაგიროების მოწყობას გეგმავს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავაპროტესტეთ, თუმცა საკრებულომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება და ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს პირად საკუთრებაში გადასცა. ფაქტობრივად, მწვანე კონცხზე პლაჟი აღარ იქნება”, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
 
.
 
 
წინა სტატიანიკა ბაძაღუა, სოხუმელი აფხაზი პოეტი ზუგდიდში
შემდეგი სტატიამზის ქარი და ჩრდილოეთის ციალი ,,ავრორა ბორეალისი” ანუ ბორიამო დღასანწალი დედამიწაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური