ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო

0
440
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა გუშინ ზუგდიდში, ფუნიკულიორის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობა მუხლის არეში აქვს მიყენებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ემუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"ოდიშინიუსის" ინფორმაციით, ამ დროისათვის მიქავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უკვე სახლში იმყოფება.
წინა სტატიაბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა გაიარა, მაგრამ მასში მიხეილ სააკაშვილი არ მჯდარა…
შემდეგი სტატიაქობულეთის 5 სოფელი ისევ დაიმეწყრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური