მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანების ასლის გაცემაზე უარი განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანების ასლის გაცემაზე უარი განაცხადა

Published on

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინული გამოცემის „დოსტუპ დო პრავდის“ მოთხოვნა, წარმოედგინათ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბრძანების ასლი, არ დააკმაყოფილა.„გამოთხოვილი ინფორმაცია უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ არის კონფიდენციალური და სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს ეხება, მაგრამ ასეთ ინფორმაციაზე წვდომის წერილობითი ნებართვა უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად არ წარმოდგენილა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პასუხში.გამოცემა „დოსტუპ დო პრავდის“ ამ პასუხის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ ამ ინფორმაციის გაცემის შედეგად მიყენებული ზარალი საზოგადოებრივ ინტერესებს არ აღემატება.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...