დევნილების პასუხი სოზარ სუბარს, რომელმაც შანტაჟი უწოდა მათ კანონიერ პროტესტს

0
372
ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილები ენგურის ხიდზე იმყოფებიან. ისინი გამშვები პუნქტის გადაკვეთით იმუქრებიან. მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის გუშინდელი განცხადების შემდეგ მიიღეს. 
 
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებულ დევნილებთან დაკავშირებით სოზარ სუბარმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბინების გადანაწილება შიმშილობით არ ხდება და სამინისტროს გეგმა არ შეიცვლება.
 
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხი, რომ ყველა დევნილი დაკმაყოფილდება ბინით. ზუგდიდში დაწყებულია ათი კორპუსის მშენებლობა, რომელთაგან 4 მალე დასრულდება. მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც ცდილობენ გრძნობებზე ითამაშონ. შედეგი შანტაჟს წინა წლების მსგავსად, არც ახლა მოყვება. გვაქვს მკაფიო გეგმა, რომელი შენობები უნდა დავხუროთ და რამდენქულიანმა უნდა მიიღოს ბინა ამ ეტაპზე. ეს გეგმა არ შეიცვლება და ამას ვერ დააჩქარებს კარვების გაშლა", – აღნიშნა სუბარმა. 
 
ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილები მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, წლებია, განსახლებას ითხოვენ
წინა სტატიადღეს თუ შერჩათ კონსტიტუცია, ხვალ ყველა არჩევნები მათი იქნება!– ჩიორა თაქთაქიშვილი მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაენგურის ხიდზე დევნილი ოჯახი აქციას მართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური