მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მოხდა სარფის საბაჟოზე. რას ერჩოდნენ თურქი მესაზღვრეები აჭარის ტელევიზიის...

რა მოხდა სარფის საბაჟოზე. რას ერჩოდნენ თურქი მესაზღვრეები აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს?

Published on

სარფის საბაჟოზე ინციდენტი მოხდა: აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის განცხადებით, მას საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟეებმა გადასვლის საშუალება არ მისცეს, წაართვეს პასპორტი და ტელეფონი, ასევე, ჟურნალისტზე და ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს.
 
გადამღები ჯგუფი, კერძო, ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი და ოპერატორი ანდრო ქაჩიბაია  სარფის საბაჟოზე არსებული რიგისა და უკმაყოფილო მგზავრების შესახებ მასალის მომზადებას ცდილობდნენ, მაგრამ მათ თურქმა მესაზღვრეებმა ამის საშუალება არ მისცეს და უხეში ფორმით აღუდგნენ წინ მათ მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებას.
 
 მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ საქართვეელოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. ჟურნალისტები  პოლიციის გონიოს განყოფილებაში იმყოფებიან . საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები მათ დაკითხავენ. დაგეგმილია ასევე ექსპერტიზაც., რადფგან საუბარია აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფის მიმართ თურქი მებაჟეების მხრიდან შესაძლო ფიზიკურ ძალადობაზე. 
 
აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს სარფში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემისქანიც შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ფაქტის შესწავლა თურქმა სამართალდამცველებმაც დაიწყეს.
 
 
 

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...