მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ოპოზიციური უკრაინა მიხეილ სააკაშვილის გარშემო ერთიანდება'' - წერს უკრაინული მედია

,,ოპოზიციური უკრაინა მიხეილ სააკაშვილის გარშემო ერთიანდება” – წერს უკრაინული მედია

Published on

გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა ქვეყნის ერთერთ უმსხვილეს ტელეარხს  NewsOnes, რომელშიც ისაუბრა უკრაინის წინაშე მდგარ გამოწვევევებზე და ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე.  პირდაპირ ეთერში მასთან ერთად იმყოფებოდნენ   ქალაქ ჩერკასის მერი, ანატოლი ბონდარენკო, რომელიც პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადმოკვეთისას იმყოფებოდა მის  გვერდით და რომელმაც შეთავაზა საცხოვრებელი ბინა ჩერკასში. ასევე ძალიან ცნობილი პოლიტიკური ფიგურა ქალაქ გლუხოვის მერი, მიშელ ტერეშჩენკო.
 
მიხეილ სააკაშვილმა აქცენტები გააკეთა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანაზე  
,, ყველა გაყიდული მოსამართლე უნდა ჩაჯდეს ციხეში და ჩვენ მივაღწევთ ამას. – განაცხადა მან – ამ ადამიანებზე ყოველდღიურად ესხმიან თავს   ჩერკასის შემთხვევაში "პეტრე პოროშენკოს ბლოკის" მფარველობის ქვეშ მყოფი კრიმინალური ელემენტები და ბანდიტები  ახდენენ თავდასხმას ქალაქის მერზე.  რამდენიმე დღის წინ მას ყუმბარები  შეუგდეს , ხოლო გუშინ, სხდომის მიმდფინარეობისას  მის მიმართ გაჟღერდა ხალი მუქარები
.
რაც შეეხება ტერეშჩენკოს, მასზე ზეწოლას ახდენს ლუცენკოს პირადი მეგობარი და ბანდიტი გენერალი, რომელიც იმყოფებოდა კიდეც მისი შვილის (ლუცენკოს ) ქორწილში. იგი უკვე 50-ჯერ გამოიძახეს დაკითხვაზე.  მერი, რომელიც ზრუნვას ხალხის კომუნალურ, საბინაო და გზის პრობლემებზე 50-ჯერ დაკითხეს. რაც შეუძლებელია ბანდიტ ტრუხანოვის შემთხვევაში მოხდეს. და რატომ? იმიტომ, რომ მას აქვს დიდძალი რაოდენობით ფული. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა ხდება უკრაინაში სამართლებრივი თვალსაზრისით. 
 დღეს შევიკრიბეთ რამდენიმე პოლიტიკური ძალის ლიდერები და წარმომადგენლები. დავსახეთ გეგმები 17 ოქტომბრიდან და 17 ოქტომბრის შემდეგ.  თუ ჩვენ ამ ეტაპზე არ გავერთიანდებით და არ დავასრულებთ ამ განუკითხაობას, მაშინ ჩვენ ყველას ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ , ან თანამდებობას… ისევე როგორც დღეს აიძულეს ერთ-ერთი მერი დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ'' – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა .
 
ქალაქ გლუხოვის მერმა მიშელ ტერეშჩენკომ გააკეთა განცხადებები იმის შესახებ, თუ რა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილთან და სად წარმოუდგენია თავისი ადგილი მრავალი პრობლემის წინ მდგარი ქვეყნის წინაშე.
 
,, მე დღეს იმიტომ ვიმყოფები აქ, რომ ჩემს მეგობართან – სააკაშვილთან   ერთად გვაქვს ერთიანი ხედვა ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან დიდი პრობლემისა დაძლევის საკითხში – განაცხადა მან –  არჩევნებიდან 2 წლის გასვლის შემდეგ  ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტი,  მინისტრთა კაბინეტი ან რადა დაგვეხმარებოდა, . მაგრამ არავინ  დაგვხმარებია. ჩვენ  ხელისუფლების მიმართ უამრავი სერიოზული კითხვა გვაქვს. სიტუაცია, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, სავალალოა.  ქალაქში უამრავი  პრობლემაა, რომელიც დღემდე ვერავინ გადაჭრა. უფრო მეტიც,  ამის მცდელობასაც კი ვერ ვხედავთ- მაგალიტად,  პრემიერ-მინისტრმა გროისმანმა პირდაპირ განგვიცხადა, რომ   ნაკლებად აინტერესებს ეს პრობლემა.  სწორედ ამიტომ ვარ მე დღეს ამ ადამიანის (სააკაშვილის)  გვერდით, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებულად გადაჭრის ყველა არსებულ პრობლემას.''
 
შეგახსენებთ კიევში დღეს შედგება მიხეილ სააკაშვილის მორიგი შეხვედრა მხარდამჭერებთან 17 ოქტომბერს დაანონსებული მასშტაბური აქციის ფამოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში.  კიევში მასთან ერთად  გლუხოვის მერი მიშელ ტერეშჩენკოც ჩადის. უკრაინა მიხეილ სააკაშვილის გარშემო ერთიანდება. – წერს უკრაინული მედია 

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...