მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს მოუწოდებენ გამოიყენოს ვეტოს უფლება კონსტიტუციის...

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს მოუწოდებენ გამოიყენოს ვეტოს უფლება კონსტიტუციის პროექტთან მიმართებაში

Published on

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორი  პრეზიდენტს მოუწოდებენ გამოიყენოს ვეტოს უფლება კონსტიტუციის პროექტთან მიმართებაში. 
 
არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა უგულებელყო ვენეციის კომისიის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა რეკომენდაცია და საკონსტიტუციო პროექტი ერთპიროვნულად შეიმუშავა.
 
„იმის ნაცვლად, რომ შემცირებულიყო და ამ კონსტიტუციას უფრო მეტი კონსოლიდაცია მოეხდინა პოლიტიკური ძალების, გამოვიდა, რომ კიდევ უფრო პოლარიზებული არის საზოგადოება და პოლიტიკური გარემო. როგორ შეუძლია ხელისუფლებას ეს პროცესი აიცილოს, ეს არის ალბათ ძალიან მარტივი თუკი ის მთავარი საკვანძო საკითხი, რაც შეეხება საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ ცვლილებას, ეს საკითხი იქნება გათვალისწინებული,“-აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.
 
თუმცა მიუხედავად ამმოწოდებისა, არასამთავრობო ორგანიზაციები დაუფარავად აცხადებენ, რომ   მმართველი გუნდისგან მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინების იმედი არ აქვთ და ვეტოს დაძლევას წინ ვერაფერი დაუდგება. 

„მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონპროექტს. ეს იქნება შანსი უმრავლესობისათვის, რათა მან შეძლოს და მიიღოს კონსენსუსური დოკუმენტი. თუმცა სამწუხაროდ, ის ერთწლიანი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს, არ მაძლევს განსაკუთრებული იმედის ქონის საშუალებას,“ – აცხადებს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.

 
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები ამაზე დღეს იმსჯელებენ.
 
"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვენეციის კომისია აკეთებს კონსტიტუციის პროექტის სამართლებრივ შეფასებას, მაგრამ კონსტიტუცია, პირველ რიგში, პოლიტიკური დოკუმენტია. ამიტომ უმთავრესი მოთხოვნა, რაც იყო წაყენებული საკონსტიტუციო პროცესთან, ეს იყო პოლიტიკური კონსენსუსის შექმნა. ფაქტია, რომ ეს კონსენსუსი ვერ შედგა. დღეს გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა ოპოზოციურ პარტიებს შორის, რომლებიც მოქმედების ერთობლივ გეგმას დასახავენ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული პროექტის დამტკიცება რიგგარეშე სესიაზე მიმდინარე კვირას მაინც მოხდება",- განაცხადა სამადაშვილმა.
 
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა –  რიგგარეშე სხდომა უნდა გაიმართოს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით.
 
 

 

სიახლეები

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს. მან ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც...

აგვისტოს ომიდან თვრამეტი წელი გავიდა

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული...

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...