მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში მხარდამჭერებს ხვდება და მორიგ განცხადებას გააკეთებს

მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში მხარდამჭერებს ხვდება და მორიგ განცხადებას გააკეთებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი დღეს კიევში ჩადის  და  მინისტრთა კაბინეტის შენობასთან მხარდამჭერებს ხვდება. შეხვედრა ადგილობრივი დროით 10 საათზე გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი  მორიგ განცხადებას გააკეთებს.- ამის შესახებ ნათქვამია  პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის “ ოფიციალურ facebook გვერდზე.
 
მიხეილ სააკაშვილი  კიევში ქალაქ გლუხოვის მერთან ერთად ჩავა, აქამდე იგი ჩერკასში იმყოფებოდა.
 
კიევში გამგზავრებამდე მან ქალაქ ჩერკასისა და გლუხოვის მერებთან ერთად ვრცელი ინტევიუ მისცა ტელეკომპანია „NEWS ONE” – ს, მან პირდაპირ ეთერში ისაუბრა ჩერკასში  გამართულ შეხვედრებსა და საზღვრის გადაკვეთის შესახებ მიმდინარე სასამართლო პროცესზე 
"ჩერკასში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან გაიმართა შეხვედრები. იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ახლა თუ არ გავერთიანდით თუ არ დავასრულეთ ხელისუფლების თავგასულობა თუ არ გავესაუბრეთ მოსახლეობას და მათი მკაფიო მოთხოვნები არ გადავეცით კიევს, ჩვენ არ გვექნება შემდეგი არჩევნები. ზოგიერთ ჩვენგანს მოქალაქეობას წაართმევენ, ზოგიერთს ქვეყნიდან გააძევებენ, თანამდებობიდან გადააყენებენ ან უბრალოდ შანტაჟს მოუწყობენ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
იგი შეეხო მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც საზღვრის გადაკვეთისთვის ჯარიმა დააკისრა მას და იმაზე, თუ რა და ვინ იდგა ამ გადაწყვეტილების მიღმა.
 
„ეთერში გავიდა რუსი პრანკერების საუბარი მოსამართლესთან. მას ეგონა, რომ პრეზიდენტის ადმინისტაციის წარმომადგენელს ესაუბრებოდა და მიღებული დავალებების შესრულების პირობა დადო. ეს მოსამართლე ციხეში ინდა იჯდეს და ეს ასეც მოხდება, როგორც ყველა გაყიდული მოსამართლეს შეთხვევაში. იმისთვის, რომ 130 დოლარით დავეჯარიმებინე, დიდი ფინანსური რესურსები გახარჯეს, რადგან ამ საქმეში საზღვრის დაცვის არაერთი წარმომადგენელი იყო ჩართული'' – აღნიშნა მან.
 
შეგახსენებთ, ეს ის პრანკერებია, რომელთაც რამდენიმე კვირის წინ უკრაინის ხელისუფლების სახელით დაურეკეს საქართველოს შშ მინისტრს გიორგი მღებრიშვილს მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადიციის საკითხების ,,შესათანხმებლად''  და მსოფლიო მედიის სამასხარაოდ აქციეს  ისიც და მთელი ხელისუფლება.
 
უკრაინის მედიაში უბოლო საათს  გამოჩნდა პირველი ინფორმაცია კიევში დღეს დაგეგმილი შეხვედრის ადგილიდან . იქ უკვე იკრიბებიან მიხეილ საკაშვილის მხარდამჭერები.
ეს სააკაშვილის მეორე შეხვედრაა მხარდამჭერებთან, რომელიც კიევში იმართება   მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებული  გახმაურებელი მოვლენების შემდეგ და უკრაინის სხვა ქალაქებში გამართულ შეხვედრებთან ერთად  წარმოადგენს მოსამზადებელ ეტაპს 17 ოქტომბერს დააანონსებული მასშტაბური აქციისათვის. 
 

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...