დღეს: მიხეილ სააკაშვილი – კიევში, მიხეილ სააკაშვილი – ლვოვში, პოროშენკო – შიშებში

0
383

საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავიდა და მის შესახვედრად შეკრებილი ხალხისა და მედიის წინაშე საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ქალაქ გლუხოვის მერს მიშელ ტერეშჩენკოს, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას მისი ქალაქის პრობლემების სრულ იგნორირებაში, მისთვის მიუღებელი ადგილობრივი თვითმმართველობების ხემძღვანელებზე ზეწოლასა და კორუმპირებულობაში სდებს ბრალს .

,,ტერეშჩენკოზე ზეწოლას ახდენს ლუცენკოს პირადი მეგობარი და ბანდიტი გენერალი, რომელიც იმყოფებოდა კიდეც მისი შვილის (ლუცენკოს ) ქორწილში. იგი უკვე 50-ჯერ გამოიძახეს დაკითხვაზე.  მერი, რომელიც ზრუნვას ხალხის კომუნალურ, საბინაო და გზის პრობლემებზე 50-ჯერ დაკითხეს. რაც შეუძლებელია ბანდიტ ტრუხანოვის შემთხვევაში მოხდეს. და რატომ? იმიტომ, რომ მას აქვს დიდძალი რაოდენობით ფული. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა ხდება უკრაინაში სამართლებრივი თვალსაზრისით. '' – განაცხადა მიხეილ საკაშვილმა 

 ჩვენ, რამდენიმე პოლიტიკური ძალის ლიდერები და წარმომადგენლები ვახორციელებთ  ერთიან სამქმედო გეგმას , რომელიც მოიცავს სამზადისს დიდი სახალხო შეკრებისთვის კიევში და 17 ოქტომბერს და  17 ოქტომბრის შემდგომ პერიოდს თუ ჩვენ ამ ეტაპზე არ გავერთიანდებით და არ დავასრულებთ ამ განუკითხაობას, მაშინ ჩვენ ყველას ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ , ან თანამდებობას… ისევე როგორც დღეს აიძულებენ  მერებს დაეწერონ  განცხადება გადადგომის შესახებ'' – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა .
 
თავის მხრივ მიშელ ტერეშჩენკომ გააკეთა განცხადება  იმის შესახებ, თუ რა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილთან და სად წარმოუდგენია თავისი ადგილი მრავალი პრობლემის წინასე  მდგარი ქვეყნის წინაშე.
 
,, არჩევნებიდან 2 წლის გასვლის შემდეგაც კი   ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტი,  მინისტრთა კაბინეტი ან რადა დაგვეხმარებოდა, . მაგრამ არავინ  დაგვხმარებია. ჩვენ  ხელისუფლების მიმართ უამრავი სერიოზული კითხვა გვაქვს. სიტუაცია, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, სავალალოა.  ქალაქში უამრავი  პრობლემაა, რომელიც დღემდე ვერავინ გადაჭრა. უფრო მეტიც,  ამის მცდელობასაც კი ვერ ვხედავთ- მაგალითად,  პრემიერ-მინისტრმა გროისმანმა პირდაპირ განგვიცხადა, რომ   ნაკლებად აინტერესებს ეს პრობლემა.  სწორედ ამიტომ ვარ მე დღეს ამ ადამიანის (სააკაშვილის)  გვერდით, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებულად გადაჭრის ყველა არსებულ პრობლემას. მე ჩემს მეგობართან – სააკაშვილთან   ერთად მაქვს ერთიანი ხედვა ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან დიდი პრობლემისა და გამოწვევის  დაძლევის საკითხში – განაცხადა მან .
 
კიევიდან მიხეილ სააკაშვილი სასწაფოდ გაემგზავრა ლვოვში, სადაც ჩანიშნული იყო ალექსანდრე ბურცევის სააპელაციო სასამართლო სხდომა.
 
ალექსანდრე ბურცევი ბატალიონ მეშახტის მებრძოლია, იგი 10 სექტემბერს დააკავეს შეგინის სასაზღვრო პუნქტზე, როცა მან სხვა მხარდამჭერებთან ერთად გადაიყვანა საზღვარზე მიხეილ სააკაშვილი. ლვოვის მოსტისკის სასამართლომ მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,  მაგრამ მისმა ადვოკატებმა გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრეს.
 
 დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. განაჩენის კითხვისას ალექსანდრე ბურცევმა, რომელიც დიაბეტით არის ავად, გონება დაკარგა. 
 
,,მე ვიცოდი, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებდა, რადგან ალექსანდრე ბურცევს თავის პირად მტრად მიიჩნევს აბროსკინი, მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო არ მოვსულიყავი აქ და პირში მეთქვა მოსამართლეებისა და პროკურრებისათვის ყველაფერი,  რასაც მათზე და მათ პატრონებზე ვფიქრობ'' – განაცხადა მიხეილ სააკაშილმა  სასამართლოსთან შეკრებილი ჟურნალისტების წინაშე. 
 
,,დღეს იმ მოსამართლეებმა, რომელთაც ინსულინი არ მსცეს ათო–ს გმირს, დიაბეტით დავადებულ საშა ბურცევს, კომამდე მიიყვანეს იგი და უარი უთხრეს გირაოთი განთავისუფლებაზე  იზოლატორიდან, ცოტა ხნის წინ გირაოთი გაათავისუფლეს ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი «Вова Морда», ბანდიტი, რომელსაც სამი ადამიანი ყავს მოკლული და 8  თავდასხმა აქვს განხორციელებული მკვლელობის განზრახვით. კრიმინალური ავტორიოტეტი და მკვლელი ახლა თავისუფებაშია,  ატო–ს გმირი საშა ბურცევი კი – კომაში. აი ვინ არის მისიანი ამ დამპალი სისტემისათვის და ვინ მისთვის საშიში ადამიანი – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.   
 
 
 

 

 

 

 

 

წინა სტატიაგიორგი გახარია – საქართველოში ეკონომიკის მინისტრი, რუსეთში – რესტორნის მფლობელი
შემდეგი სტატიამიწისძვრა ფიჯის კუნძულებთან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური