თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლაში, სადაც ხანძრის რამდენიმე კერაა, აუფეთქებელი ჭურვებია

0
389
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის სასროლეთის ტერიტორიაზე, სადაც ხანძრის რამდენიმე კერაა, აუფეთქებელი ჭურვებია. ”გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ სიმონეთის სასროლეთის ბაზაზე არის ხანძარი. ეს არის ტერიტორიაზე, სადაც მუდმივად დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეები არ არიან. სამხედროები ამ ტერიტორიით მხოლოდ სამხედრო სწავლებების დროს სარგებლობენ. ტერიტორიაზე შესვლა რიგითი მოქალაქეებისა და ადგილობრივებისთვის აკრძალულია. დახურული ტერიტორიაა. ტერიტორიაზე მრავლადაა აუფეთქებელი ჭურვები, რის გამოც მაშველების შესვლა და სალიკვიდაციო სამუშაოები რთულდება. ახლა მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო თოლორდავა ამბობს, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებული არ არის.”ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია არ გვაქვს. მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალები მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ჯერჯერობით ხანძარი ლოკალიზებული არ არის, თუმცა მცირე კერებია, 6 კერა. როგორც კი ლოკალიზება მოხდება, ტერიტორიაზე შევალთ”, – განაცხადა თოლორდავამ. 
წინა სტატიაზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის პროგრამის პრეზენტაცია ჟურნალისტებთან დახურულ ფორმატში გაიმართა
შემდეგი სტატიაზაჰესში ჩაინგრა ხიდი, რომელზედაც ამ ზაფხულს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური