რატომ არ გადაიხდის მიხეილ სააკაშვილი ჯარიმას, რომელსაც გენპროკურორი მისგან ,,უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” მოითხოვს ?

0
429
. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სააკაშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
 
”უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ  მე ჯარიმა უნდა გადავიხადოსახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. ეს არის კანონის პირდაპირი დარღვევა და სასამართლოზე ღია ზეწოლა შესაბამისი უფლებამოსილების არმქონე  პირის მიერ .
 
ბატონო იური, თქვენთვის, როგორც უკრაინის გენერალური პროკურორისთვის, ნაცნობი უნდა იყოს ისეთი ცნება, როგორიც უდანაშაულობის პრეზუმფციაა. გარდა ამისა, როგორც თანამდებობის პირი, თქვენ უკრაინის სასამართლო სისტემის პირდაპირ დისკრედიტაციას ახდენთ.
 
თუ  სასამართლომ უკვე გამოიტანა ამ საქმეზე გადაწყვეტილება  და მე ამას ისე საგულდაგულოდ მიმალავენ, როგორც მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას? თუ თქვენ მოსამართლეს მიანიშნეთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ვერდიქტი?” – წერს სააკაშვილი.
 
 

 

წინა სტატია,,ლაზები და მეგრელები ძმები ვართ” და ,,შენ ჩემთვის რა გატირებდა…” – საკითხავი ანდრიაძის აღშფოთებულ განცხადებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია,,ნახევარფაბრიკატი” თუ პრეზიდენტის ნაბიჯი კონსესუსისკენ, რომელსაც მმართველი ძალა არ თანხმდება?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური