ჯილეხით დაავადების ძირითადი რისკის ქვეშ არის ის, ვინც საქონლის დაკვლასა და გატყავებაში მონაწილეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძე გლეხებს მოუწოდებს, რომ საქონელი აცრან. ”ჯილეხმა საქართველოში მოიმატა, რადგან თავის დროზე სავალდებულო აცრები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით ტარდებოდა, შეწყდა. ბოლო 4 წელია სახელმწიფომ დაიბრუნა ეს ვალდებულება, რომ აცრას ცხოველები და შესაბამისად, ჯილეხის შემთხვევები დაახლოებით სამჯერ შემცირდა. გლეხებს მინდა მოვუწოდო, რომ აცრან თავიანთი საქონელი. თუ საქონელი კვდება, შესაბამისი სანიტარული წესებით უნდა დაიმარხოს. დაავადებული საქონელი არ უნდა დავკლათ და გავატყაოთ. ავად ხდება ის, ვინც ავადმყოფი საქონლის დაკვლა-გატყავებაში მონაწილეობს“, – განაცხადა იმნაძემ.
პაატა იმნაძე გლეხებს მოუწოდებს, ჯილეხზე საქონელი აცრან
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...