მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართუ ბანკი'' ივანიშვილის შავი ფულის სარეცხი მანქანაა - დაპირისპირება ...

,,ქართუ ბანკი” ივანიშვილის შავი ფულის სარეცხი მანქანაა – დაპირისპირება „ბანკი ქართუს“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და სამართალდამცავებს შორის

Published on

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ „ბანკი ქართუს“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.
 
„ დაპირისპირება ქართუ ბანკის“ სათაო ოფისის  ფასადზე პლაკატების გაკვრის მცდელობას მოჰყვა.  აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით – „შენ შრომობ, ესენი იპარავენ“, რომლის გაკვრის საშუალება არ მისცეს  პარტიის ერთერთი ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს რასაც მოჰყვა შელაპარაკება. შელაპარაკებაში  "ბანკი ქართუს" დაცვის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
 
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ვაკეში, „ქართუ ბანკთან“ მიმდინარე აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს – ,უცნობმა პირმა სახეში ხელი გაარტყა. 
დათუკიშვილი პოლიციისგან აღნიშნული პირის იდენტიფიცირებას ითხოვს და განმარტებს, რომ ის თანაგუნდელს მშვიდად ესაუბრებოდა, როცა მასთან ერთ-ერთი მამაკაცი მივიდა და სახეში ხელი დაარტყა.
„მე აუცილებლად მოვახდენ ამ ადამიანის იდენტიფიცირებას. წესრიგის დამცველი, რომელიც წესრიგის დამრღვევად იქცა, აუცილებლად გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. მე ვერ გეტყვით, ვინ იყო ის. არსებობს ვიდეოკადრები, რომლითაც მისი იდენტიფიცირება შეიძლება“, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.
.სიტუაცია მალევე განიმუხტა. შეკრებილ მოქალაქეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიმართეს ისინი „ „ქართუ ბანკს“ ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ეს არ არის ბანკი, ამას ვერ დაუძახებ ბანკს, ეს არის ხარკის ამკრეფი ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვიურად საქართველოს მოსახლეობისგან კრეფს ხარკს, ერთი ადამიანის გასამდიდრებლად. ეს არის შავი ფულის სარეცხი მანქანა ივანიშვილის ხელში, რომელსაც შესდის ყოველთვიურად მილიონები და ამ მილიონებს რას ახმარს – ხელისუფლების წარმომადგენლებს, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას და ეს ხდება ჩვენი და ჩვენი შვილების ხარკზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი შვილების გაღარიბების ხარჯზე გამდიდრდეს ერთი ადამიანი,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა  ზაალ  უდუმაშვილმა.მან  „ქართუ ბანკს“ ქაჯეთის ციხე უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები „ქართუ ბანკთან“ პერმანენტულ ხასიათს მიღებს.
 
აქცია „ქართუ ბანკთან“ ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა აქციის მონაწილეები  ტერიტორიას ჯერ არ ტოვებენ. 

 

სიახლეები

ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს – მდინარაძე ფიშერზე

ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ იგი "შეურაცხყოფას აყენებს...

ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა...

“შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება

ოცნების მიერ "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს" უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა. რუსთავი 2-თან...

როგორი ამინდი იქნება 2-4 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე...