მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 სექტემბრამდე გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 სექტემბრამდე გადაიდო

Published on

ლვოვის ოლქში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 სექტემბრამდე გადაიდო.
მოსამართლემ მესაზღვრეებისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, მტკიცებულებების წარსადგენად კი დრო პარასკევამდე მისცა.
 
სასამართლომ დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე – საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, დაიწყო მსჯელობა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს.
 
დღეს სასამართლოს შენობასთან ხელისუფლებამ 150 პოლიციელი და 40 მესაზღვრე მიიყვანა. პროცესის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდებები, რომლელიც მას საზხრვრის გადაკვეთისთვის აქვს წაყენებული, აბსურდულია, რადგან მან თავის მხარდამჭერებთან ერთად ევროპული სამართლის ყველა წესის დაცვით გადაკვეთა და მისი მხრიდან არანაირ დარღვევა ადგილი არ ჰქონია.
 
„ორი დღის წინ პოლონელი მესაზღვრეებისგან ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ კანონისა და საზღვრის დარღვევა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. ჩვენ ჩვეულებრივ გამოვიარეთ პოლონეთის საზღვარი. ახლა ესენი გვიმტკიცებენ, რომ მე და ჩემმა თანამებრძოლებმა დავარღვიეთ სახელმწიფო საზღვარი. ვინ იტყუება, ეს რიტორიკული კითხვაა. პოლონელებს არაფერში ჭირდებათ ტყუილი, რომ ბანკოვას ქუჩაზე მოკალათებულებს უნდათ, რომ საპირისპირო ამტკიცონ. შევხედავთ რა იქნება. მთავარია, რომ არაფერი დამირღვევია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
უკრაინული მედია წერს, რომ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა მოსამართლის პოვნა, რომელიც ამ საქმის განხილვას  მოჰკიდებდა ხელს. დღესაც დამატებითი ინფორმაციის შეკრებისათვის საჭირო დროის მომიზეზება სხვა არაფერი იყო, თუ არა დროის გაყვანის მცდელობა.  
 

 


 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...