ხულოში, სოფელ კვატიაში გუშინ გაჩენილ ხანძარს ებრძვიან

0
376
ხულოში შავნაბადას მთაზე ტორფის შიდა წვა ისევ მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხულოში სოფელ კვატიაში ბუჩქნარი და ბალახი იწვის. ორივე ტერიტორიაზე მაშველები და მეხანძრეები არიან მობილიზებული. 
სოფელ კვატიაში ხანძარი გუშინ შენიშნეს. უწყების განცხადებით, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
წინა სტატიავის უხმობს ზარი, რომელსაც ირმა ინაშვილი აჟღრიალებს
შემდეგი სტატიასააკაშვილის შაბათის ვეჩე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური