მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ სოსო ოხანაშვილის ჩვენება პატრიარქის სახლში ტერორისტებისა დამკვლელების შეფარების...

გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ სოსო ოხანაშვილის ჩვენება პატრიარქის სახლში ტერორისტებისა დამკვლელების შეფარების თაობაზე აბსურდულია

Published on

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე სხვადასხვა მედიასაშუალებებში ეხმაურება პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალურ ჩვენებას იმის შესახებ, რომ თურქეთში ტერორიზმში, მკვლელობისა და გატაცებაში ბრალდებით  ძებნილი პირები პატრიარქის სახლში იმალებოდნენ.
 
ანდრიაძის   თქმით, მათ მასპინძლობდა  თურქეთ-საქართველოს მეგობრობის ასოციაცია. რომელიც 15 წელია ახორციელებს  პირადად პატრიარქის მხარდაჭერილ  ”ლაზურ პროექტს” . ამ პროექტის ფარგლებში ასოციაციას გადაცემული აქვს  პატრიარქის სახლი, სადაც  სისტემატიურად ჩამოდიოდნენ ლაზეთიდან სტუმრები, რჩებოდნენ იქ რამდენიმე დღით, იღებდნენ საკვებს და მხარდაჭერას.
 
”მე ვარ დამფუძნებელი და ასოციაციის 8 -კაციანი კომისიის წევრი. ვიცნობ თურქეთის ყველა ელჩს ახლოს და პირადად, მათ შორის ოჯახურ დონეზე. ასე რომ, თურქეთის მიმართ ტერორიზმში ბრალდებული პირების ჩემთან გაიგივება და რაიმე ფორმით დაკავშირება არის აბსოლუტური აბსურდი.  ჩვენთან მოდიან ყველანაირი ტიპის ლაზები, თურქეთის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები, ოპოზიცია, ათეისტები, ისლამისტები.   ადამიანები, რომლებზედაც ოხანაშვილი საუბრობს,  არიან საქართველოს პატრიოტები. ისინი  არ შემოპარულან ტყით და ზღვით. ოფიციალურად ჩაურტყეს ბეჭედი და შემოვიდნენ საზღვრიდან. პრობლემები გაუჩნდათ მერე, ალბათ, როდესაც თურქეთში დემოკრატიული ჯგუფების დევნა დაიწყო. ეს ადამიანები არ იყვნენ ისლამისტები, ისინი იყვნენ დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები. ეს პიროვნებები რომ დაიჭირეს, საქართველოს მთავრობას მათთან პრობლემა არ ჰქონია. გაიმართა სასამართლო პროცესი და ერთი მათგანი გამოუშვეს. დღესაც საქართველოში ცხოვრობს,“ – აცხადებს გიორგი ანდრიაძე.

რაც შეეხება ოხანაშვილის ბრალდებებს  პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მიმართ და კონკრეტულად ამ პირების მასპინძლობასა და მგფარველობას, მას   ”ლაზურ პროექტთან“ არანაირი შეხება არ ჰქონია. – განაცხადა ანდრიაძემ.
 

შეგახსენებთ, სოსო ოხანაშვილმა სკანდალურ ჩვენებაში განაცხადა, რომ პატრიარქის სახლში  იმალებოდნენ. მისივე ინფორმაციით, თბილისში მცხეთის ქუჩაზე, პატრიარქის სახლში აღნიშნულ პირებს და მათ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე და პატრიარქის მდივან – რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მფარველობდნენ. 
 
”ეს მოხდა 2016 წლის აპრილში, როდესაც ჩვენმა სამსახურმა აღმოაჩინა თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმში ბრალდებული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პიროვნება პატრიარქის სახლში, ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე. რეკომენდაცია მოქალაქეობაზე გაუწია გიორგი ანდრიაძემ, შორენამ და კიდევ ერთმა პირმა. მე, რა თქმა უნდა, მივედი მის უწმინდესობასთან და სიტყვა-სიტყვით წავუკითხე, რაც კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსმა მომწერა. პატრიარქმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა ძალიან შეწუხდა და გვთხოვა მიიღეთ ზომები, რომ იქიდან გამოვიდნენო, არ შეიძლებაო. იმ ღამესვე გადაიყვანეს ეს ადამიანები სხვაგან. შემდეგ ერთ-ერთი ჩემი დაცვის თანამშრომელი შეესწრო საუბარს, როდესაც შორენა პატრიარქს ეუბნებოდა, რომ თქვენო უწმინდესობავ, მართალია კაცი ჰყავს მოკლული, მაგრამ ისინი არიან ლაზები, კაცი აქ ხომ არ მოუკლავს თურქეთში მოკლა და ჩვენ ვინახავთო. პატრიარქი, რა თქმა უნდა, ამას არ ეთანხმებოდა და ეუბნებოდა დამანებეთ თავი, არ შეიძლება ასეო”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა. 
 
 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...