მთავარისიახლეებიპოლიტიკარა აკავშირებს კახი კალაძეს ილია გავრილოვთან, რომელიც პანამაში ფულის გათეთრებაშია ბრალდებული?

რა აკავშირებს კახი კალაძეს ილია გავრილოვთან, რომელიც პანამაში ფულის გათეთრებაშია ბრალდებული?

Published on

"კახა კალაძე გარეულია კორუფციულ საქმეში"- განაცხადა.”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ოთარ სირაძემ  ბრიფინგზე
 
მისი თქმით, კალაძემ და ბიძინა ივანიშვილმა საკუთრებაში არსებული ”პროგრესბანკი” საეჭვო ვითარებაში მიყიდა ”თი-ბი-სი" ბანკს. ამ გარიგების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. 
 
"საქმეში ფიგურირებს პანამაში ფულის გათეთრებაში ბრალდებული, ილია გავრილოვი, რომელიც ”პროგრესბანკის” მეწილე იყო,"- ამტკიცებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მისი  თქმით, გავრილოვი 2016 წელს რუსეთში ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს და მოსკოვში ფედერალური დეპოზიტური ბანკი დაუხურეს. ამის შემდეგ კი ის ივანიშვილთან ერთად ”პროგრესბანკის” მეპატრონე ხდება.
 
ოთარ სირაძე პროკურატურისა და ეროვნული ბანკისგან საქმის შესწავლას მოითხოვს, კერძოდ, რა ვითარებაში და რის სანაცვლოდ მოხდა ეს გარიგება.
 
კახი კალაძის “პროგრეს ბანკის“ 9 პროცენტი ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს 1 მილიონ 300 ათას ლარად იყიდა. „სს „პროგრეს ბანკსა“ და სს „ქართუ ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 7 ნოემბერს გაფორმდა. 
 
2008 წელს დაფუძნებული ,,პროგრეს ბანკი’’ საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის ,,კალა კაპიტალის’’ საკუთრება იყო.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...