მთავარისიახლეებიუკრაინაოდესაში საბავშვო ბანაკი დაიწვა. დაღუპულია სამი ბავშვი

ოდესაში საბავშვო ბანაკი დაიწვა. დაღუპულია სამი ბავშვი

Published on

ოდესაში, საბავშვო ბანაკის „ვიქტორიას“ ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძარის შედეგად, სამი  ბავშვი დაიღუპა, ხოლო ოთხი ჰოსპიტალიზირებულია. 
 
წინასწარი ინფორმაციით, საბავშვო ბანაკში 150 ბავშვი იმყოფებოდა, მათგან  42 –  კორპუსში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, სავარაუდოდ ხის ნაგებობას ცეცხლი მოკლე ცართვის სედეგად მოედო.  
 
 
როგორც სამოქალაქო დაცვის სამსახურში აღნიშნეს, ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 23:37 საათზე შევიდა. 
 
„როდესაც პირველი მეხანძრეები ადგილზე მივიდნენ, სამსართულიანი ხის კორპუსი იწვოდა. თავდაპირველად ხანძარი 500 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავდა, ხოლო შემდეგ მისი გავრცელების ფართობი ორჯერ გაიზარდა“, – ნათქვამია სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებაში.
 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...