მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი სიგუა: Gem fest-ი მომავალ წელსაც ყოველ მიზეზგარეშე გაიმართება

გიორგი სიგუა: Gem fest-ი მომავალ წელსაც ყოველ მიზეზგარეშე გაიმართება

Published on

Gem fest-ი   მომავალ წელს ყოველ მიზეზგარეშე  გაიმართება – აცხადებს ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი სიგუა, მისი თქმით ამას ხელი არ შეეშლება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სახელმწიფომ უარი თქვა მის ნაწილობრივ დაფინანსებაზე.
 
"ჯემ ფესტი“ არ შექმნილა სახელმწიფოს დაფინანსებით. 2015 წელს, „ჯემ ფესტი“ მთლიანად კერძო ინვესტიციით და დაფინანსებით შეიქმნა და ჩატარდა. 2016 წელს, სახელმწიფოს თანადაფინანსება იყო რაღაც ნაწილში ისევე, როგორც 2017 წელს. ეს იყო დაახლოებით მეოთხედი ან მეხუთედი მთლიანი ხარჯების. თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ „ჯემ ფესტს“ არ უნდა დაეხმაროს, ეს მისი გადასაწყვეტია, ისევე, როგორც მისი მხრიდან დაფინანსების საკითხი. ჩვენ „ჯემ ფესტის“ დასრულებას და მოკვლას არ ვაპირებთ. გაგრძელდება ეს ფესტივალი იმის მიუხედავად, დააფინანსებს თუ არა მას სახელმწიფო", – განაცხადა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებთან საუბარში.  
 
"ამ დროისთვის დადგინდა ის, რომ ის თანხები, რომელიც სახელმწიფომ დახარჯა „ჯემ ფესტის“ დასახმარებლად, ჩვენს ხელში არ მოხვედრილა. მათ არ გადმოურიცხავთ და ჩვენ მასზე წვდომა არ გვქონია – დაიხარჯა გარკვეული თანხები სხვადასხვა სტრუქტურიდან, ეს იყო ზოგიერთი არტისტის ჰონორარი, ნაწილობრივ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და დაცვის ხარჯები. გარკვეულია, რომ ჩვენ ერთი თეთრიც არ ჩაგვრიცხვია სახელმწიფოსგან. სულ იყო, დაახლოებით, 500 არტისტი და აქედან 120 არტისტის ჰონორარი გადაიხადა სახელმწიფომ, ანუ მეოთხედის თანხები დაფარეს. ''- ამბობს იგი. 
 
 
დამფუძნებელი საგამოძიებო სამსახურის მიერ კომპანიიდან ამოღებული ფინანსური დოკუმენტაციისა და კომპიუტერების დაბრუნებას, ასევე ყადაღის მოხსნას მოითხოვს.
 ,,გამოძიება ისევ მიმდინარეობს; წაღებულია ჩვენი ტექნიკა და დოკუმენტაცია, დაყადაღებულია ჩვენი ანგარიშები და არც ვიცით, როდის მოეხსნება ამ ყველაფერს ყადაღა. ყველაფერს სწავლობენ, ყველა გადარიცხვას და არც ვიცით, როდის დასრულდება პროცესი", – განაცხადა სიგუამ.
 
შეგახსენებთ, 21 აგვისტოს Gem fest-ზე დასაქმებულებმა ფესტივალის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლეს.  Gem Fest-ის  შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
 
 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...