მთავარისიახლეებიპოლიტიკამსოფლიო მედია: პოროშენკოს ესმის, რომ ეს დასასრულია...

მსოფლიო მედია: პოროშენკოს ესმის, რომ ეს დასასრულია…

Published on

 საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი ,,ელის ჯორნალი'' მსოფლიო მედიაში ,,უკრაინასთან და, სახელდობრ, მიხეილ სააკაშვილის ტრიუმფალურ დაბრუნებასთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს მიმოიხილავს და აქვეყნებს ამონარდებს მსოფლიოს წამყვანი თუ მესამე სამყაროს მედიის სტატიებიდან .  
LeMonde( საფრანგეთი) :  ,,მატარებლით იყო ეს, ავტობუსით თუ ფეხით, ბატონმა სააკაშვილმა ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ პირობა შეესრულებინა და უკრაინაში დაბრუნდა  სულ რაღაც თვენახევარში მას შემდეგ, რაც კიევის ხელისუფლებამ მას უკრაინის მოქალაქეობა და პასპორტი ჩამოართვა.
ფოტოკადრები, სადაც ჩანს, როგორ გაწია ხალხმა პოლიციელები  განზ ( რომელიც ისევ და ისევ ჩნდება უკრაინისა და უცხოეთის საიტებზე), ისევე კატასტროფულია კიევისათვის, როგორც მისი გადაწყვეტილება მოქალაქეობის გარეშე დაეტოვებინა,,მიშა’’, რომელსაც დიდი ზარ-ზეიმით მიანიჭა იგი 2015 წელს, როცა ოდესის გუბერნატორად დანიშნა.
ოფიციალურად გაცხადებულმა მიზეზმა – რომ მას პაპორტი ჩამოერთვა  წარმოდგენილი მონაცემების  შეუსაბამობის გამო, ვერავინ მოატყუუა: პეტრო პოროშენკომ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ 2019 წლის არჩევნებამდე ჩამოეცილებინა  გზიდან ოპონენტი.
 ადრე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის  მოკავშირე იყო,  მაგრამ მალე გადაიქცა  მის ძლიერ მოწინააღმდეგედ,  და თუმცა, დასაწყისში საკმაოდ მოკრძალებულ რეფორმატორულ პარტიას   ჩაუდგა  სათავეში, მკვეთრად დაიწყო კორუფციასთან ბრძოლაში კიევის ჩავარდნების მხილება.
სააკაშვილის საზღვარგარეთ ყოფნისას განხორციელებული მანევრის ცინიზმი გაამძაფრა სიტუაციის სიმყიფემ – იგი ვერ ბრუნდება საქართველოში, სადაც ახალმა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ აღძრა საქმეები, რომელიც ვენდენტის ხასიათს ატარებს, შესაბამისად,  ბუნტარი დარჩა მოქალაქეობის გარეშე და, თუკი უკრაინის მიწაზე ვერ დაბრუნდებოდა, აღმოჩნდებოდა თბილისში ექსტრადიციის საფრთხის წინაშე. სწორედ ამიტომ ვერ შეძლო კიევმა თავისი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა.
 მიხეილ სააკაშვილმა გამოწვევა ესროლა სახელმწიფო მმართველობას – პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებას, რომელიც მით უფრო რეზონანსული  აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ბატონი სააკაშვილი თავისი ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ  სწრაფად გაემართა ლვოვში. იქ იგი სრულიად თავისუფლად გრძნობს თავს და ასე ვთქვათ, ტკბება ლვოველების სტუმართმოყვარეობითა და ქალაქის მერის ანდრეი სადოვოის მასპინძლობით, რომელიც ასევე პოროშენკოს დაუძინებელი მოწინააღმდეგეა.''
ფრანგული მედიის გარდა უკრაინის შესახებ აზიაშიც კი ალაპარაკდნენ! – წერს  ,,ელის ჟორნალი'' – ყველა მედიასაშუალება ერთსულოვანია  დასკვნაში, რომ უკრაინის გახელებული ხელისუფალნი ბარბაროსებივივით იქცევიან, თუმც პოროშენკოს  ესმის, რომ ეს დასასრულის დასაწყისია.ამის დასტურად გამოცემა ციტირებს ,,ევროპეისკაია პრავდას’’მიმოხილვას.
,,ევროპეისკაია პრავდა'':   მსოფლიო მედიის რეაქცია  გასულ კვირას უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მომხდარზე მწვავეა.  ისინი გამოხატავენ აღშფოთებას  უკრაინის ბარიგული ხელისუფლების ქმედებით, რომელმაც ყველა უღირსი მეთოდით სცადა არ შეეშვა ქვეყანაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
 კვირას უკრაინის საინფორმაციო სივრცე წალეკა ახალმა ამბებმა უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან. იმ დღიდან, როგორც კი სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ უკრაინაში ბრუნდება, გაჩნდა რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი, მაგრამ იმან, რაც მოხდა – დაწყებული ,,ტიტუშკების’’ რაზმებით და კრაკოვეცში ფორტიფიკაციით  და დამთავრებული შეგინის საზღვრის გარღვევით – ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
და რა გასაკვირია, რომ ეს მოვლენები მსოფლიო მედიამაც აიტაცა. ამასთან, რეაქცია   მოსალოდნელზე  ძლიერი აღმოჩნდა.
ამ ბოლო წლის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა  მხოლოდ ერთი  ისეთი ინფორმაცია უკრაინის შესახებ, რომელიც მედია-რეზონანსის თვალსაზრისით შეიძლება შეედაროს ახლანდელს – ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ვიზების გაუქმებას ჩვენი მოქალაქეებისთვის. მაგრამ მაშინაც არც ერთ საზღვარგარეთულ მედიასაშუალებას არ მოუხდენია, მაგალიტად ონლაინ-ტრანსლაცია საზღვრიდან – ამჯერად კი ეს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ხდებოდა.  
და მთავარი განსხვავება: თუ მაშინ ეს ქვეყნის გამარჯვება იყო, ახლა წამგებიანია ქვეყნისთვის. საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში ოფიციალურმა კიევმა   უდაოდ დიდი მარცხი განიცადა.''- წერს ,,ევროპეისკაია პრავდა''.
პოლონეთ – უკრაინის საზღვარზე იმყოფებოდნენ მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო და ფოტო და ტელე სააგენტოები –  სააგენტოები Reuters, AP, AFP და სხვ. მსოფლიოს ცნობილმა არაერთმა სააგენტომ ონლაინ ტრანსალაციებიც კი განახორციელა საზღვრიდან, მათ შორის The Washington Post.-მაც. უკრაინამ მიიღო ნამდვილი ,,საინფორმაციო გარღვევა’’: ახალი ამბები საზღვრიდან მსოფლიოს ქვეყნების ონლაინებსადა მედიასაშუაებებში მოხვდა. მაგრამ საკითხავი ის არის, რომ ეს გარღვევა აბსოლუტურად არ ემთხვევა ხელისუფლების პოზიციას.
,,რატომ ეშინია პოროშენკოს ჩემი? მე არ მეშინია, მე მოვითხოვს მომცენ უკრაინაში დაბრუნების საშუალება'' – მოჰყავს მიხეილ სააკაშვილის სიტყვები  Al Jazeera -ს.
ვიეტნამის Infonet  ციტირებს რეიტერსს, რომელიც აცხადებს, რომ ,,სააკაშვილი საფრთხეა პოროშენკოსთვის’’.
ჩვენთვის ესოდენ ეგზოტიკურ ქვეყნებშიც,  კი როგორიცა იამაიკა, ნიგერია თუ ვენესუელა (მთელი მსოფლიოს მსგავსად) პირველი რიგის ინფორმაციად  გადიოდა შეტყობინება იმის შესახებ თუ როგორ  შევიდა უკრაინაში სააკაშვილი მას შემდეგ, რაც მისმა მთავარმა პოლიტიკურმა ოპონენტმა ანუ მოქმედმა პრეზიდენტმა პოროშენკომ მას მოალაეობა ჩამოართვა.
საზღვარგარეთის მედიაში გასული ინფორმაცია ძირითადად ნიუსის ფორმატისაა, მაგრამ მათშიც კი საკმარისად ბევრი ემოციაა.
,,უკრაინის ხელისუფლება ბარბაროსულად იქცევა ‘’ – სააკაშვილის ეს ფრაზა უძღვის წინ მსოფლიოს ერთ- ერთი წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს Bloomberg– ის პუბლიკაციას რომელშიც აღწერილია პოროშენკოსა და სააკაშვილის კონფლიქტი.- წერს გამოცემა ,,ელის ჯორნალი''

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...