მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ მოითბო ხელი ბორჯომის გამგეობამ ხეობაში მობობოქრე ხანძარზე

როგორ მოითბო ხელი ბორჯომის გამგეობამ ხეობაში მობობოქრე ხანძარზე

Published on

ბორჯომის ხანძრის შემდეგ ყველაზე მაღალი პრემია გამგებელმა საკუთარ თავს და მის წარმომადგენლებს გამოუწერა – ინფორმაციას ამის შესახებ ,,რადიო 24''  ავრცელებს 
 
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულობისთვის  ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საინტერესო დეტალი არის ის, რომ ყველაზე მაღალი პრემია ბრძანების გამომცემმა, გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, მისმა მოადგილემ და მეორადი სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა მიიღო, თითოეულმა 1250 ლარის ოდენობით. – ნთქვამია რადიო 24 – ის ინფორმაციაში.
 
გამგებლის წარმომადგენელმა დაბა წაღვერში 50 ლარით ნაკლები, 1200 ლარი მიიღო.
გამგებლის წარმომადგენელმა დაბა ყვიბისში  1200 ლარი
პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული კონსულტაციების სასამართლო საქმეთა წარმოების კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა 625 ლარი.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა  625 ლარი.
გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტმა დაბა ყვიბისში  625 ლარი.
გამგეობის  ორმა მძღოლმა, თითომ  – 850 ლარი, ხოლო კიდევ ერთმა მძღოლმა 425 ლარი.
 
სულ ბორჯომის ხანძართან ბრძოლისთვის გამგეობის 11 მოხელე 10 150 ლარის ოდენობის პრემიას მიიღებს, მეხანძრეები კი ჯერ ისევ პრემიის გარეშე არიან.
   ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 31 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ჯამში, 3 322 მეხანძრე-მაშველი იყო დასაქმებული. მათი ყოველთვიური ანაზღაურება თბილისში 930 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ხოლო რეგიონებში 630 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შეადგენს. 
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...