მთავარისიახლეებისაზოგადოებააზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ერთვება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ერთვება

Published on

ავიაციის მეშვეობით სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი. დღეს, სოფელ ანჟელის ტერიტორიაზე არსებული დიდი მასივების შეწამვლა დაიწყება.„ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორცილებისას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით წინასწარ მოხდება მოსახლეობის ინფორმირება. მოსახლეობა უნდა მოერიდოს და მოარიდოს პირუტყვი იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიური წამლობა მიმდინარეობს. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმ სტრატეგიის შესაბამისად ტარდება, რომელიც უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. თუმცა მას შემდეგ, რაც მონიტორინგის შედეგებით, მავნებლის პოპულაციის ზრდა დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ავიაციის გამოყენება. პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები, რეგიონებში მობილიზებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გაგრძელდება. ამ დროისთვის მავნებლის საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...